ირაკლი ღარიბაშვილს შვილებთან დაგეგმილი პაემანი გაუუქმეს - ადვოკატი

31.08.26 14:58
ირაკლი ღარიბაშვილს შვილებთან დაგეგმილი პაემანი გაუუქმეს - ადვოკატი

 

 

პატიმრობაში მყოფ ექსპრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს არასრულწლოვან შვილებთან ჩანიშნული პაემანი გაუუქმეს.

ინფორმაცია ამის შესახებ “პირველებს“ მისმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა დაუდასტურა, რომელიც მთავრობის ყოფილ მეთაურს პენიტენციურ დაწესებულებაში ამ წუთებში ხვდება.

უფლებადამცველი ამბობს, რომ ექსპრემიერთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას გაავრცელებს.

რაც ის განცხადება გააკეთა მამუკა მდინარაძემ, მას შემდეგ არ მინახავს ბატონი ირაკლი. ახლა, შევდივარ, რასაც მეტყვის იმას განგიცხადებთ, არ შევინახავ საიდუმლოდ.

შევალ, ვნახავ ბატონ ირაკლის და თუ გახდა საჭირო, თუ მითუმეტეს წერილის ფორმით იქნება, როგორც იქნება, ამის შესახებ განცხადებას გავაკეთებთ. მას ჰქონდა შვილებთან პაემანი ჩანიშნული და ის გაუუქმეს, წინა კვირაში იყო. არ ვიცით, რა იყო მიზეზი. ამის შესახებ თვითონაც განაცხადა. ასევე შემიძლია კონტრკითხვა დავსვა - რა იყო მიზეზი, თუნდაც მისი ოჯახის წევრების სამსახურიდან გათავისუფლება რომ დაიწყეს? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული“, - ამბობს გელაშვილი.

"პირველების" კორესპოდენტის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ, გელაშვილი ამბობს: „რა თქმა უნდა“.

„რა თქმა უნდა. მე მაშინ ვნახე ირაკლი და იყო ძალიან გაბრაზებული, შეიძლება ითქვას, გულნატკენიც იმიტომ, რომ მომზადებული იყო შვილებთან შესახვედრად“, - განმარტა ლილი გელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები