გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პოზიცია ცნობილია

31.08.26 15:28
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პოზიცია ცნობილია

 

 

ჩემი შვილი უდანაშაულოა და თავადაც უკვირს, რატომ არის ციხეში, - ამ სიტყვებით დატოვა  შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მერაბ მალანიამ თბილისის საქალაქო სასამართლო, სადაც მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობდა.

მისი თქმით, დღეს დაკითხული მოსწავლეებიდან, ყველამ დაადასტურა, რომ მის შვილს არავინ იცნობდა. 

შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ისინი გაგებით ეკიდებიან მიმდინარე პროცესებს და დარწმუნებულები არიან, რომ მისი შვილის უდანაშაულობა დადასტურდება.

დაიკითხნენ ნ.ი-ს ჯგუფელები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ არ იცნობდნენ გიორგის და ეს იყო სულ. სხვადასხვა ჯგუფში იყვნენ, იმიტომ რომ 1 წლით წინ არის ნ.ი. ჩემ შვილზე და აქედან გამომდინარე, ის აბიტურინეტი იყო და სხვა ჯგუფში იყო. დღეს გაუკეთებია განცხადება, რომ ჩემმა შვილმა გადაადგილების მარშრუტი იცოდა, შენობის გარეთ არ ჰყავდა ნანახი, თავისი მასწავლებელი, რის საფუძველზე აკეთებს ასეთ განცხადებებს, საინტერესოა.  უდანაშაულოა ჩემი შვილი და უკვირს, აქ რატომაა, გაკვირვებულია. რას იზამ, გაგებით ვეკიდებით, ვინაიდან, ეს ის ადგილია, სადაც უნდა დადასტურდეს, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა, - ამბობს მერაბ მალანია. 

ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.

მსგავსი სიახლეები