ახალქალაქში 3 წლის ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა
ახალქალაქში სამი წლის ბავშვი მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა - ინფორმაციას Jnews ავრცელებს. შემთხვევა გუშინ, 30 აგვისტოს, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
ბავშვი თბილისიდან გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალქალაქის კლინიკიდან თბილისში გადაიყვანა. წინასწარი ინფპრმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
Jnews-ის ცნობით, ბავშვს მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება, მცირეწლოვანი კომაშია.