საპროცესო გაუუქმეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძეს

31.08.26 16:42
საპროცესო გაუუქმეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძეს

4 ოქტომბრის საქმე დაკავებულ გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გაუქმდა - საპროცესო შეთანხმების გაუქმება თავად პროკურატურამ მოითხოვა. გადაწყვეტილება კი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო. დღეს მიღებული გადაწყევტილების შემდეგ, საქმე საქალაქო სასამართლოში დაბრუნდა განსახილველად.

კირვალიძეს საქალაქო სასამართლომ 1 წელი თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.  19 აგვისტოს კი პროკურატურამ კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმება მოითხოვა. 

დღესვე განიხილეს 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული მანუჩარ მიქელაძის საქმე. მოსამართლემ მისი 5-წლიანი სასჯელი ძალაში დატოვა.

მანუჩარ მიქელაძემ საპროცესო გარიგების დადებაზე თავიდანვე კატეგორიული უარი განაცხადა. მიქელაძე პრეზიდენტის სასახლის დაცვის თანამშრომელზე ძალადობას აღიარებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მან ამ ფორმით მის მიმართ განხორციელებულ გინებას უპასუხა. ის თანახმა იყო ეღიარებინა დანაშაული, თუკი პროკურატურა ბრალს გადაკვალიფიცრებდა ძალადობად.

გიორგი კირვალიძეს 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ კიდევ 11 პირთან ერთად, საპროცესო შეთანხმება 24 ივნისს გაუფორმდა.

გიორგი კირვალიძემ, რომელსაც 1 წელი თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ თქვა: „თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება]. ბიძინას დედასაც შ*****ი“ და სასამართლო დარბაზი დატოვა.

მსგავსი სიახლეები