შსს ასახელებს მუხლებს, რის საფუძველზე გაჩხრიკეს თამაზ ელიზბარაშვილის მანქანა

01.09.26 18:25
შსს ასახელებს მუხლებს, რის საფუძველზე გაჩხრიკეს თამაზ ელიზბარაშვილის მანქანა

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილის ჩხრეკა ორი მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს - როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 151-ე - მუქარისა და 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს. 

ამასთან, რადენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელში ლისზე მიმდინარე სპეციპერაციის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა ადვოკატმა ია სირანაშვილმა: 

 "Sos! ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს თამაზ ელიზბარაშვილს ორი დღის წინ თავს დაესხა სავარაუდოდ იმედის ჟურნალისტების 8 კაციანი ჯგუფი! ახლა კი აქეთ აკავებენ და ჩხრეკენ თამაზს!" - დაწერა ადვოკატმა. 

სამართადამცავები თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილს ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბიზნესმენის საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს ამ წუთებშიც ჩხრეკს. 

 ადგილიდან კადრები ბიზნესმენის Facebook-გვერდზე გავრცელდა.