თამაზ ელიზბარაშვილი დაკავებულია

01.09.26 21:21
თამაზ ელიზბარაშვილი დაკავებულია

თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს. მას ხელბორკილები სამართალდამცველებმა საკუთარ ბინაში დაადეს. 

 ადგილზე ხმაური იყო.

მანამდე, მისი ბინის ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, სამართალდამცველები იარაღს ეძებდნენ.  ამავე მიზეზით გაჩხრიკეს მისი ავტომობილიც.

როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება თამაზ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ სსკ-ის 151-ე - მუქარისა და 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.