ღარიბაშვილის ოჯახი ალაპარაკდა - ექს-პრემიერის ცოლის ძმა "სახლებში შევარდნის ჰოლივუდურ სცენარზე" საუბრობს
ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი ალაპარაკდა - ექს-პრემიერის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი პირველად საუბრობს 17 ოქტომბერს ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის წევრების სახლებში შევარდნის სპეცოპერაციაზე და მას "ჰოლივუდურ სცენარად" მოიხსენიებს.
თამაზაშვილის თქმით, მაშინ ირაკლი ღარიბაშვილს უთხრა, რომ ბრძოლა იყო საჭირო - "ვუთხარი როცა შენთვის ძვირფასი ადამიანები „გწირავენ“, საკუთარი თავის დაცვა ლეგიტიმურია-თქო , რაზეც მკაცრად გამაჩერა - მე არ წავალ იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვისაც ამდენი სიკეთე აქვს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის გაკეთებულიო".
როგორც დაპატიმრებული ექს-მარალჩინოსანის ოჯახის წევრი ამბობსმ, მაშინ ღარიბაშვილმა ასევე უთრა, რომ მზად იყო ივანიშვილისთვის თავიც შეეწირა - "თქვა, რომ თუ ბიძოს მისი დაჭერა-განეიტრალება რაიმეში გამოადგებოდა და ამას აუცილებლობად მიიჩნევდა, მზად იყო, საკუთარი თავისუფლება შეეწირა".
17 ოქტომბერს, როცა ჩვენს სახლებში ჰოლივუდური სცენარით შემოვარდნა მოხდა - შეიარაღებული სპეცრაზმელები, 30-50 ადამიანი თითოეულ სახლში. ირაკლის ვუთხარი, რომ ბრძოლაა საჭირო… როცა შენთვის ძვირფასი ადამიანები „გწირავენ“, საკუთარი თავის დაცვა ლეგიტიმურია და შესაბამისად, მოვუწოდე თავი დაგვეცვა …
რაზეც მკაცრად გამაჩერა და მითხრა:
“ მე არ წავალ იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვისაც ამდენი სიკეთე აქვს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის გაკეთებული. “
და დაამატა, რომ თუ ბიძოს მისი დაჭერა-განეიტრალება რაიმეში გამოადგებოდა და ამას აუცილებლობად მიიჩნევდა, მზად იყო, საკუთარი თავისუფლება შეეწირა.ირაკლი დარწმუნებული იყო, რომ კობახიძე-მდინარაძის „კინტაური“ დიდხანს არ გაგრძელდებოდა და მათ მიერ ტყუილებით მოპოვებული გავლენები და თანამდებობები საპნის ბუშტებივით გასკდებოდა.
ესეც ხდება.
თუმცა წასასვლელად გამზადებულმა ტანდემმა მოინდომა, ბოლომდე გაენადგურებინა ირაკლი და მოიფიქრა ბინძური გეგმა:
ბატონი ბიძინას სახელით შეუთვალეს ის, რაც წერილში ვიხილეთ - სრული განადგურება არა მხოლოდ ირაკლის, არამედ მთლიანად ოჯახის, განსაკუთრებით კი შვილების.
წერილის გამოგზავნიდან - ივლისის დასაწყისიდან მოყოლებული , უამრავი მცდელობა გვქონდა, რომ სიმართლე გაგვერკვია და ეს ყველაფერი თავიდან აგვერიდებინა. თუმცა ვერ შევძელით…", - წერს ლექსო თამაზაშვილი.
ასევე ნახეთ:
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში საეჭვო თვითმკვლელობებზე ისაუბრა.
- "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.
ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.
ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.