იდენტიფიცირებულია ყველა ის პირი, ვინც თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე ჩვენება მისცა

04.09.26 11:31
იდენტიფიცირებულია ყველა ის პირი,  ვინც თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე ჩვენება მისცა

იდენტიფიცირებულია ყველა ის პირი,  ვინც თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე ჩვენება მისცა.

არსებული ინფორმაციით, მაშინ როდესაც, ელიზბარაშვილი ოჯახთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა, კონფლიქტი მოუვიდა ტელეკომპანი “იმედის“ თანამშრომლებთან, რომლებთან ერთადაც იმყოფებოდნენ “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები.

“პირველების“ ინფორმაციით, ერთ-ერთი პირველი, ვინც საგამოძიებო უწყებას ამ კონრკეტულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმართა - შაკო კუჭაშვილია. სწორედ ის მონაწილეობდა კონფლიქტში და შემდეგ კი, როდესაც ბიზნესმენის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, ჩვენებაც მისცა.

როგორც კუჭაშვილი ამბობს, მას ელიზბარაშვილს პირდაპირ ხელი არ დაუდია, თუმცა, ადასტურებს, რომ იმყოფებოდა საგამოძიებო უწყებაში და ყველა იმ კითხვაზე გასცა პასუხი, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით გამომძიებელბს ჰქონდათ.

თქვენ როგორც ინტერპრეტირებთ, მასე არ ყოფილა. თქვენ ინტერპრეტირებთ, რომ ჩვენ ვუჩივლეთ თამაზ ელიზბარაშვილს, ჩვენ არავისთვის გვიჩივლია, უბრალოდ დაწყებულ გამოძიებაზე ვითანამშრომლეთ, - განაცხადა კუჭაშვილმა.

ჟურნალისტი კითხვაზე, მან დარეკა თუ არა პოლიციაში, კუჭაშვილი პასუხობს, რომ „კომენტარს არ გავაკეთებ“. 

  • ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პირველ სექტემბერს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
  •  
  • 3 სექტემბერს პროკურატურამ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ბიზნესმენს სისხლის სამართლის კოდექსის მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა.
  •  
  • ცნობილია, რომ 1 სექტემბერს გაჩხრიკეს ელიზბარაშვილის მანქანა და საცხოვრებელი სახლი. მაშინ შსს-ში თქვეს, რომ სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ატარებდნენ.
  •  
  • ბიზნესმენი დაკავების დღიდან შიმშილობს და ამტკიცებს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს.