გამოკითხვაზე იმყოფება ჟურნალისტი, რომელმაც ლაზარე ჯორბენაძესთან გარდაცვალებამდე სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა

10.09.26 18:10
გამოკითხვაზე იმყოფება ჟურნალისტი, რომელმაც ლაზარე ჯორბენაძესთან გარდაცვალებამდე სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმე - ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის წინაშე მიმდინარეობს.

  • ცნობისთვის, ჩუბინიძე არის ის ჟურნალისტი, რომელსაც გარდაცვალებამდე ლაზარე ჯორბენაძემ სკანდალური ინტერვიუ მისცა და უთხრა, რომ ირაკლი კობახიძემ დავით-გარეჟის ტერიტორიები აზერბაიჯანს საიდუმლოდ ხელმოწერილი დოკუმენტით გადასცა. 

როგორც გამოკითხვაზე შესვლამდე დიტო ჩუბინიძემ მედიას განუცხადა, ის აპირებს რომ გამომძიებლებს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდოს - "სასამართლოს ვეტყვი სიმართლეს". 

გამომძიებელი, ქალბატონი თამარ ხიჯაკაძე ჩემ სახლში იყო მოსული იმიტომ, რომ მაგისტრმა მოსარჩლემ მოითხოვა წერილობითი ოქმის შედგენა, ზეპირი მოთხოვნის დაკმაყოფილება მან არ ისურვა. როგორც განმიმარტეს, მეგობარმა იურისტებმა, მას ჰქონდა ამის უფლება. თამარ ხიჯაკაძე, რომელსაც ვუდასტურებ დიდ პატივისცემას, ჩემთან იყო ოჯახში მოსული, შევადგინეთ წერილობითი ოქმი. ახალი წასული იყო და დამირეკა, ბატონო დიტო, 17:30 საათზე გამოკითხვა ჩაინიშნაო. სასამართლოს ვეტყვი სიმართლეს. დამთავრდება და მერე გეტყვით", - განაცხადა ჩუბინიძემ.

დღეს დილით დიტო ჩუბინიძემ სატელეფონო ინტერვიუ "პირველებს" მისცა: 

ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით კითვები ციხიდან გამოგზავნილ წერილში ყოფილმა პრემიერმა დასვა და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.

ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.

მსგავსი სიახლეები