მასწავლებლის მკვლელობის საქმე - სათვალეში დამონტაჟებული კამერა და ხმაური სასამართლო პროცესზე (სხდომის დეტალები)
ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა დღეს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი.
გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის თქმით, იმნაძის ადვოკატის თანმხლები ქალი (სავარაუდოდ ასევე ადვოკატსი) პროცესზე სათვალეში დამონტაჟებული კამერით იყო წარმოდგენილი და მასზე თვალთვალს ახორციელებდა როგორც პროცესზე, ისე სასამართლოს შენობაში.
ირკვევა, რომ სათვალეში დამონტაჟებული კამერით უღებდნენ ავალიანის ოჯახის ადვოკატსაც- ამის შესახებ უფლებადამცველმა სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთანაც ისაუბრა.
არ ვაპირებ გიორგი ლეკიშვილის ავყვე ადვოკატობანას თამაშში და მოვუწოდებ, რომ კვალიფიციურად დაბრუნდეს სასამართლო დარბაზში. მისმა პარტნიორმა, გარეთ როდესაც გამოვიდა სასამართლოს დარბაზიდან, გაიკეთე სათვალე და მანდატურმა აღმოაჩინა, რომ ამ სათვალეზე იყო დამონტაჟებული კამერა და მოუწოდა, რომ გასულიყო და დაეტოვებინა სათვალე. როდესაც დასრულდა პროცესი, გამოვდიოდით გარეთ, მე ამ გოგონას, კოლეგას, ქალბატონ ნინოს, ისევ როდესაც დავინახე ეკეთა სათვალე ვკითხე, რომ კვლავაც აგრძელებდა თუ არა ეს ჩვენს გადაღებას. ეს იყო და ეს. საფრთხე ჩემი მხრიდან თუ ეს არის დასმული კითხვა, მაშინ შეუძლია აქვე არის სადღაც პროკურორი, მიმართოს, თან პროკურატურაც აქვეა, მიმართოს და მოითხოვოს შესაბამისი კვალიფიკაცია ამ ჩემს ქმედებაში,- განაცხადა ადვოკატმა.
ნია იმნაძის ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი არ უარყოფს, რომ მის თანმხლებ კოლეგას მართლაც ჰქონდა სათვალეში ჩამონტაჟებული კამერა. უფლებადამცველმა ფაქტი თავდაცვით ახსნა და ჟურნალისტებთან ირწმუნებოდა, რომ შესაძლო პროვოკაციებს ელოდებოდა ავალიანის ოჯახის მხრიდან, რისი დაფიქსირებაც კადრებად სურდა.
რამდენად კანონიერი იყო სათვალეში ჩამონტაჟებული კამერა- ამ კითხვაზე უფლებადამცველი ამტკიცებდა, რომ არის ნივთები, რომლებიც იყიდება და ის აკრძალული არ არის. მან ჟურნალისტებს აჩვენა კიდეც აღნიშნული სათვალე და ჰკითხა - "ეს აკრძალულია?"
არაფერი სათვალე არავისთვის არ ჩამოურთმევიათ, არაფერი კონკრეტული გარემოებები არავინ. საჯარო სივრცეში ყველას შეუძლია გადაიღოს. იღებდა, ვინაიდან და რადგანაც, ადამიანს, მათ შორის ჩვენ, ჩვენთან მიმართებაში, ადგილი ჰქონდეს, სიტუაციის პროვოკაციას, ჩვენი მხრიდან აუცილებელია სათანადო რეაგირება, თავდაცვის მიმართულებით, - განაცხადა გიორგი ლეკიშვილმა.
ასევე ნახეთ:
- სასამართლოში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს - მოკლული გიგა ავალიანის დედა შეუძლოდ გახდა
- ავალიანის დედა: ნია იმნაძის ადვოკატი მთელი პროცესი იცინოდა...დამცინოდა შვილის სიკვდილისთვის და ის ამისთვის პასუხს აგებს
- მასწავლებლის მკვლელობის საქმე - პროკურორი ნია იმნაძის ადვოკატის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებზე საუბრობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, 5 აგვისტოს, კიდევ ორი არასრულწლოვანი, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს.
მათ 7 აგვისტოს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.