ჯორბენაძის გარდაცვალების საქმე - დიტო ჩუბინიძე კობახიძის და მდინარაძის გამოკითხვას ითხოვს
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე დიტო ჩუბინიძის გამოკითხვა დასრულებულია - საქალაქო სასამართლოდან გამოსული ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, რომელსაც ჯორბენაძემ გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე სკანდალური ინტერვიუ მისცა, ირაკლი კობახიძის და მამუკა მდინარაძის გამოკითხვას ითხოვს.
ჩუბინიძე აცხადებს, რომ სწორედ მდინარაძე-კობახიძის გამოკითხვის შემდეგ გახდება შესაძლებელი საქმის რეალური გამოძიება.
ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ შესაძლოა სწორედ კობახიძეს და მდინარაძეს ჰქონდეთ ინფორმაცია ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
ბატონი კობახიძე დღეს იყო კოსმონავტების შეკრებაზე და მე ვფიქრობ, ის უკვე ორბიტიდან გასულია. გამოძიებენ (ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეს) იმ შემთხვევაში, კობახიძეს და მდინარაძეს თუ მოიყვანენ სასამართლოში და თუ დაკითხავენ.
ღარიბაშვილის საერთოდ არ ვიცნობ. როდესაც ეს წერილი გამოქვეყნდა, 2 თებერვალს, საქართველოს ხელისუფლება მაშინვე რატომ არ დაიწყო გამოძიება, - თქვა ჩუბინიძემ.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა მედეა ცირამუამაც - სახელმწიფო მბრალმდებლის თქმით, მოწმე ჩუბინიძე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით.
"მათი ურთიერთობა კორესპონდენტის და რესპონდენტის ურთიერთობას არ გასცდენია" - ამბობს ცირამუა.
„ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მას არანაირი საეჭვო გარემოების, არც მოწმეების შესახებ არ გააჩნია ინფორმაცია. მათი ურთიერთობა კორესპონდენტის და რესპონდენტის ურთიერთობას არ გასცდენია და არ ჰქონიათ ახლო მეგობრული ურთიერთობა. მოწმემ დაადასტურა ის, რომ თუ კი ლაზარე ჯორბენაძისთვის მუქარის შემცვლელი შეტყობინების ფაქტს ექნებოდა ადგილი, მას ეს ინფორმაცია ექნებოდა, - განაცხადა პროკურორმა მედეა ცირამუამ
- ცნობისთვის, ჩუბინიძე არის ის ჟურნალისტი, რომელსაც გარდაცვალებამდე ლაზარე ჯორბენაძემ სკანდალური ინტერვიუ მისცა და უთხრა, რომ ირაკლი კობახიძემ დავით-გარეჟის ტერიტორიები აზერბაიჯანს საიდუმლოდ ხელმოწერილი დოკუმენტით გადასცა.
დღეს დილით დიტო ჩუბინიძემ სატელეფონო ინტერვიუ "პირველებს" მისცა:
- ჟურნალისტი, რომელმაც ლაზარე ჯორბენაძესთან სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა, არ გამორიცხავს, რომ გვამის ექსჰუმაციის საჭიროება დადგეს
- ვინ არის ყოფილი პარლამენტარი, რომელიც ამბობს, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ლაზარე ჯორბენაძეს ესაუბრა
ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით კითვები ციხიდან გამოგზავნილ წერილში ყოფილმა პრემიერმა დასვა და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.
ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.