მოზარდის მკვლელობის საქმე - ცნობილია, როდის იმსჯელებს სასამართლო 17 წლის ბრალდებულისთვის აღკვეთის შეფარდებაზე

11.09.26 17:07
მოზარდის მკვლელობის საქმე - ცნობილია, როდის იმსჯელებს სასამართლო 17 წლის ბრალდებულისთვის აღკვეთის შეფარდებაზე

17 წლის დავით ნარიმანიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, ასევე 17 წლის მოზარდის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს - "პირველების" ინფორმაციით, სხდომა საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა ჩანიშნული. 

პროკურატურამ დაკავებული არასრუწლოვანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს ცოტა ხნის წინ მიმართა. 

მკვლელობა თბილისში 10 სექტემბერს  მოხდა - გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ნ.ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სამწვადეში, ბრალდებულს შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც შეკრების ადგილიდან მოშორებით გაიყვანა და შელაპარაკების დროს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.