მოსკოვში არ გამორიცხავენ რომ აშშ-ს, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი ფორმატის შეხვედრა გაიმართოს
მოსკოვში არ გამორიცხავენ რომ აშშ-ს, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი ფორმატის
შეხვედრა გაიმართოს - ამის შესახებ მედიასთან პუტინის თანაშემწემ ისაუბრა.
იური უშაკოვის განცხადებით, თუ სამი ქვეყნის ლიდერი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე ერთად აღმოჩნდებიან, მათი სამმხრივი მოლაპარაკება ბუნებრივი ნაბიჯი იქნება.
მაგრამ არსებობს მთავარი კითხვის ნიშანიც: კრემლში აცხადებენ, რომ ტრამპის ვიზიტთან დაკავშირებით 100%-იანი სიცხადე არ არსებობს და ნოემბრამდე აშშ-ში დაგეგმილი შიდა პოლიტიკური ღონისძიებები ბევრ რამეს შეცვლის.
თუ სამი ლიდერი იქ შეიკრიბება, ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივი იქნება, რომ სამივემ ერთად გამართოს მოლაპარაკება. ჩვენ 100%-ით არ ვიცით, ჩავა თუ არა დონალდ ტრამპი იქ. ასეთი გეგმები არსებობს, თუმცა იქამდე დიდი დროა. ნოემბრამდე კიდევ რამდენი ღონისძიება და შეხვედრა იქნება, ამერიკელებს შიდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები აქვთ. ასე რომ, ვნახოთ", - განაცხადა უშაკოვმა.
მსგავსი სიახლეები
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ
კადრებში, რომელიც ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ასახავს, გლდანის მერვე და რუსთავის მეექვსე ციხის უფროსები ჩანან - პატიმართა ოჯახები მათ გადადგომას ითხოვენ