ასმათ ტყაბლაძის თქმით, ჯერ დუშეთის საპატიო მოქალაქის მინიჭება შესთავაზეს, შემდეგ კი პოლიტიკური შეხედულების გამო შეთავაზება გაუუქმეს

12.09.26 10:51
ასმათ ტყაბლაძის თქმით, ჯერ დუშეთის საპატიო მოქალაქის მინიჭება შესთავაზეს, შემდეგ კი პოლიტიკური შეხედულების გამო შეთავაზება გაუუქმეს

მსახობი ასმათ ტყაბლაძე ამბობს, რომ მას ჯერ დუშეთის საპატიო მოქალაქის მინიჭება შესთავაზეს, მისი თანხმობის შემდეგ კი შეთავაზება გაუქმდა.

ხელოვანის მოსაზრებით, მიზეზი მისი პოლიტიკური შეხედულებებია. ტყაბლაძე ამბობს, რომ არ არის მთავრობის მხარდამჭერი და წესით ეს ინფორმაციათავიდანვე ცნობილი უნდა ყოფილიყო ადგილობირვი საკრებულოს წევრებისთვის, მაგრამ მას მაინც დაურეკეს დასტურის მისაღებად.

ჩემს ერთგულ ნაცნობ-მეგობრებს მინდა ვუთხრა, რომ დუშეთის კულტურის განყოფილებიდან არ ყოფილა ჩემთან არანაირი სატელეფონო ზარი. მე დამირეკეს დუშეთის საკრებულოდან და მთხოვეს, რომ თანხმობა დავადასტურო დუშეთის საპატიო მოქალაქეობაზე.
სიმართლე გითხრათ, უარის თქმა მინდოდა, რადგანაც მე არ ვარ მოტრფიალე მთავრობების მიერ მინიჭებული რეგალიების, მაგრამ ისე ამიხსნეს, რომ ვიფიქრე, ჩემ საყვარელ დუშელ ხალხს არ ვაწყენინო და დავთანხმდი წერილობით.
მავანთ არ მოეწონათ ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციები და წინა საღამოს უარით დამირეკეს. ვინ სთხოვდათ?! - ჯერ გაერკვიათ მთავრობის ჩემდამი დამოკიდებულება და შემდეგ დაერეკათ.
ეს საქციელი მათ სინდისზე იყოს. ღმერთი მაღალია და სამართლიანობას არჩევს. მე ღმერთს ვენდობი და ის განსჯის", - ამბობს ტყაბლაძე.