გიორგი ბარამიძის ადვოკატი განმარტავს, რატომ არის გიორგი ბარამიძის მიმართ დევნის დაწყება არასამართლებრივი

12.09.26 11:19
გიორგი ბარამიძის ადვოკატი განმარტავს, რატომ არის გიორგი ბარამიძის მიმართ დევნის დაწყება არასამართლებრივი

გია ბარამიძის ადვოკატი, ბექა ბასილაია "ცრუ ნარატივების შემცველ ბოდვას" უწოდებს პოლიტიკოსის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.

როგორც ბასილაია "პირველებთან" განმარტავს, შეუძლებელია  30 წლის წინანდელ მოვლენებთან დაკავშირებით პოდკასტში გაკეთებული განცხადების გამო ადამიანის მიმართ იწყებოდეს დევნა.

მისი თქმით, საჯარო განცხადებებით საბოტაჟის დანაშაულის ჩადენა ვერ მოხდება, ისევე როგორც საჯარო განცხადებით ვერ მოხდება სახელმწიფო ღალატი. 

ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ბოდვა, ოღონდ გამოგონილი და ცრუ ნარატივების შემცველი. შეუძლებელია პოდკასტში გაკეთებული განცხადების გამო 30 წლის წინანდელ მოვლენებთან დაკავშირებით ადამიანის მიმართ იწყებოდეს სისხლის სამართლებრივი დევნა. ასეთ რამეს საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს. მუხლი, რასაც გია ბარამიძეს ედავებიან, საბოტაჟის მუხლი საჯარო განცხადების, ინტერვიუს გამო, ადამიანის დევნის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. ხოლო მეორე მუხლზე, რაზეც აპელირებს პროკურატურა და "ოცნების" პროპაგანდისტები, თავისი შინაარსით, იურიდული არც შედეგების და არც შემადგენლობის მატარებელი არ არის. იქ არის საუბარი, რომ 307-ე მუხლის საელმწიფო ღალატად მიიჩნევა და ჩამონათვალია სხვადასხვა მუხლების, მათ შორის საბოტაჟის. შესაბამისად, თუ საბოტაჟის დანაშაულის ჩადენა ვერ მოხდება საჯარო განცხადებით, 307-ე მუხლის ჩადენაც ფიზიკურად ვერ მოხდება", - აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია. 

პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს. 

პოლიტიკოსის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო  ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.

ბარამიძე საკუთარ სახლში დღეს, 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.

 

მსგავსი სიახლეები