17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

12.09.26 11:11
17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

სისხლიანი ანგარიშსწორება ხუდადოვის ქუჩაზე - 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. 

დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას სხდომაზე პროკურატურა ითხოვდა. დაცვის მხარემ კი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. 

სხდომის დაწყებამდე "პირველები" დაკავებულის ადვოკატს ესაუბრა. 

სამართლებრივი შეფასება აქ უდაო, რომ დანაშაული სახეზეა, შესაბამისად დარჩება პატიმრობაში, ხოლო შემდგომ ვნახავთ როგორ განვითრადება. რაც შეეხება მტკიცებულებებს, რა თქმა უნდა, არის მოწმეთა ჩვენებები, არის სხვა საგამოძიებო მტკიცებულებები, არანაირი თვითმხილველი პირები იქ, რომ რა მოხდა, არავინ არ არის. არც სუფრასთან - სუფრა იყო, თუ სუფრის გარეთ საუბარი იქვე დასრულდა, ხოლო როგორ  გაგრძელდა იქ ადგილზე არავინ არ იმყოფებოდა. რომ მივიდნენ, ფაქტი უკვე მომხდარი იყო. აი ეს არის სიმართლე და რა იყო და როგორ იყო, ამაზე თავად ბრალდებული არ საუბრობს. ხოლო თავად თვითმხილველი, რომ ეს ბავშვები მოშორებულები იყვნენ და იქ მყოფი მათი მეგობრები ამას ვერ ხედავდნენ, არანაირი კამერები იქ არ იყო. არის ქუჩის გარეთ კამერა, სადაც მხოლოდ და მხოლოდ გადაადგილება, მოძრაობა ჩანს ბავშვების და იქ შეიძლება, თორე არანაირი კამერები იქ არ იყო", - ამბობს ადვოკატი.

მკვლელობა თბილისში 10 სექტემბერს  მოხდა - გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ნ.ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სამწვადეში, ბრალდებულს შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც შეკრების ადგილიდან მოშორებით გაიყვანა და შელაპარაკების დროს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები