თბილისში დაგეგმილ Zion Festival-ზე რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვებია დაწესებული

12.09.26 12:32
თბილისში დაგეგმილ Zion Festival-ზე რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვებია დაწესებული

რუსეთს მოქალაქეებისთვის შეზღუდვებია დაწესებული თბილისში დაგეგმილ მუსიკალურ ფესტივალზე - Zion Festival-ის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, თუ ოკუპანტი ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსულ მოქალაქეებს მუსიკულურ საღამოებზე სურთ დასწრება, მაშინ მათ სპეციალური კითხვარი უნდა შეავსონ - უნდა დაადასტურო საკუთარი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ფესტივალის ღირებულებების პატივისცემის საკითხებზე. 

თავდაპირველად იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქები ამ ფესტივალზე საერთოდ არ დაიშვებოდნენ, მათი მხრიდან ამას პროტესტი მოყვა. გადაწყვეტილება შეიცვალა, მაგრამ ისინი ახლა მაინც უკმაყოფილოები არიან იმის გამო რომ წინაპირობები აქვთ დაწესებული.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ მზად არიან, „გამონაკლისი დაუშვან“ რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ფესტივალის ღირებულებებს იზიარებენ და „აცნობიერებენ საქართველოში არსებულ რეალობას“.