შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეო, არ არის დამარწმუნებელი მტკიცებულება, რომ კესო დეკანოსიძემ თავი მოიკლა - აქტივისტები
შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეო, აქტივისტებისთვის არ არის იმის მარწმუნებული მტკიცებულება, რომ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკოსმა კესო დეკანოსიძემ თავი მოიკლა - აქციის მონაწილეები გამოძიებისგან იმ კადრებს ითხოვენ, რომელიც უშუალოდ ზღვასთან არის დამონტაჟებული.
ბათუმის ქუჩებში გადაადგილების და ბულვარში შესვლის კადრების ჩვენება აქტივისტებისთვის საკმარისი არ არის - ამბობენ, რომ ეს დეკანოისიძის თვითმკვლელობა ვერაფრით ამტკიცებს.
პირველ რიგში ვიდეო-კადრები, რომელიც გვაჩენებს ადამიანის მოძრაობას ბათუმის ქუჩებში, ან თუნდაც ზღვის მიმართულებით ქუჩებზე მოძრაობას, არ არის საკმარისი და დამარწმუნებელი მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანმა თავი მოიკლა. გაუგებარია, რატომ არ არის კადრები უფრო ხანგრძლივი, რატომ არ გვაჩვენებს იმ სათვალთვალო კამერის ჩანაწერს, რომელიც ზღვასთან არის უშუალოდ დამონტაჟებული.
ადამიანმა თუ თავი მოიკლა, ვის გამო ან რის გამო, ვისი წაქეზებით, ვისტან კონფლიქტით, ვისთან კომუნიკაციის შემდეგ მოხდა ეს, უნდა იქნას გამოკვლელი და დადგენილი", - ამბობს მაგდა მამუკაშვილი.
სად არის თბილისიდან გამგზავრების კადრები? ასევე ბათუმის სადგურიდან ჩამოსვლისას არ ჩანს ვიდეოზე არ ჩანს თარიღი, როცა ერთ საათში გვიჩვენებენ თარიღს, სადაც კესო ჩამოდის ავტობუსიდან, გადადის ბულვარში", - ამბობს მარიამ მეყანწიშვილი.
აქტივისტ და ბიძინა ივანიშვილის კრიტიკოსის კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას და ვიდეო-ჩანაწერს ავრცელებს. ვიდეოში დეკანოსიძის ბათუმში ჩასვლისა და ზღვის სანაპიროს მიმართულებით გადაადგილების ტრაექტორიაა ასახული.
უწყების მტკიცებით, თვითმხილველების ჩვენებებით დგინდება, რომ კესო დეკანოსიძემ აღნიშნული ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვის ნაპირთან მისვლისას დაანთო საეკლესიო სანთელი, პირადი ნივთები და ტანსაცმელი დატოვა სანაპიროზე, რის შემდეგაც ზღვაში შეცურა, თუმცა მას შემდეგ რაც ის უკან აღარ დაბრუნდა, თვითმხილველებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს -112-ს აცნობეს.