პოლიციამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე

13.09.26 14:01
პოლიციამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ მიერ ჯგუფურად, უკანონოდ შეძენილი და შენახული სხვადასხვა მოდელის 4 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 156 საბრძოლო ვაზნა და 5 მჭიდი.

პოლიციამ სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მსგავსი სიახლეები