„საოჯახო საჯარო სამსახური აქვთ შექმნილი“ - ხობში გათავისუფლებული პედაგოგი ნეპოტიზმზე საუბრობს

13.09.26 15:12
„საოჯახო საჯარო სამსახური აქვთ შექმნილი“ - ხობში გათავისუფლებული პედაგოგი ნეპოტიზმზე საუბრობს

ხობში სამსახურიდან გათავისუფლებული პედაგოგი კულტურის სახლის ხელმძღვანელს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. მაია კუჭავას მტკიცებით, დაწესებულებაში ხელმძღვანელის ნათესავები არიან დასაქმებული, თავად კი სამსახური რეორგანიზაციის მიზეზით დაატოვებინეს.

პედაგოგი ამბობს, რომ არსებული ვითარებისა და მისი გათავისუფლების შესახებ ხობის მერთან საუბარსაც ცდილობს, თუმცა, მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი შეხვედრაზე უარს ეუბნება. 

ყველაფერი ეს გავიგე 2 აგვისტოს კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორისგან. მან განმარტა, რომ სამსახურს დატოვებენ ორსამსახურიანები, საგნობრივი ჯგუფის სპეციალისტები და დარჩებოდა მხოლოდ სახელოვნებო. როცა კითხვა დავუსვი მე მას, რომ მხატვრული კითხვა არის თუ არა სახელოვნებო, მიპასუხა, თქვენ უნდა წახვიდეთ, დატოვოთ სამსახური, მე არაფერი ვიცი და არაფერ შუაში არ ვარო. 

ცენტრის დირექტორს დაველაპარაკე, ხარვეზი არ მაქვს, დუბლი არ მყავს, ანუ არაფერი პრეტენზია ჩემთან არ აქვთ არც ინსპექტირების შედეგების შედეგად. მაშინ რატომ შევმცირდი? არ მაქვს მეორე სამსახური. ერთადერთი ის არის, რომ არ ვარ ცნობადი. ჩემი დეიდა, ბიძა, იქ არავინ იყო და აქედან გამომდინარე, ეს შტატი იქნა შემცირებული, თორემ ვინმე ცნობილი პიროვნება რომ ყოფილიყო, არ არსებობდა ამ შტატის შემცირება. ზუსტად რომ საოჯახო საჯარო სამსახური აქვთ შექმნილი. მინდოდა მერთან შეხვედრა, მერმა უარი განაცხადა ჩემს მიღებაზე და კურატორს დაელაპარაკეთო და იმ დღეს გავიგე, რომ კიდევ ერთი კურატორი მყოფილია, - ამბობს გათავისუფლებული პედაგოგი.

"პირველებმა" კითხვით თავად ცენტრის დირექტორს, კობა კობახიძესაც მიმართა, თუმცა ის ამტკიცებს, რომ სამსახურში ნათესავები და ოჯახის წევრები დასაქმებული არ ჰყავს.  

ბრძანებაში არ წერია? რაც ბრძანებაში წერია თუ უნდა, გაასაჩივროს? რას ჰქვია ოჯახური? ვინაა ოჯახის წევრი? არცერთი ჩემი ოჯახის წევრი და ნათესავი იქ არაა დასაქმებული, - ამბობს კობა კობახიძე. 

რაც შეეხება გათავისუფლებულ პედაგოგს, მაია კუჭავა სამართლებრივ დავას არგამორიცხავს.  

მსგავსი სიახლეები