პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ცოლს უჩივლა - სოფიო სიგუა ამბობს, რომ იოსებ სიგუა 11 წლიანი პატიმრობით ემუქრება

15.09.26 10:03
პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ცოლს უჩივლა - სოფიო სიგუა ამბობს, რომ იოსებ სიგუა 11 წლიანი პატიმრობით ემუქრება

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას ყოფილი ცოლი, სოფიო სიგუა აცხადებს, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საჩივარი შეიტანა. ქალი აღნიშნავს, რომ იოსებ სიგუა მას 11 წლიანი პატიმრობით ემუქრება

სოფიო სიგუა სოციალურ ქსელში წერს, რომ ექს-პოლიციელი შვილებს 4 თვეა არ ნახულობს და "ChatGPT-ით გაკეთებული ფოტოებით ატყუებს ხალხს". 

 ვისაც გჯერათ მატყუარა სიგუას სპექტაკლების... უკვე მერამდენე საჩივარი შემომიგდო იოსებ სიგუამ თვლაში ავირიე! კაცს რომელსაც 4 თვეა შვილები არ უნახავს და ამბობს რომ მოწმეები არიან ჩემი შვილები და ვერ ვნახავო!!! და ChatGPT გაკეთებული ფოტოებით ატყუებს ხალხს რომ თითქოს ბავშვებთან ერთადაა!  დღეს კიდევ მორიგი საჩივარი მომივიდა იოსებ სიგუასი რომელიც 3 შვილის დედას სასამართლოში უჩივის და 11 წლიანი პატიმრობით მემუქრება!!! "- წერს სოფიო სიგუა.

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ სიგუას მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი გააუქმა.

სასამართლო დავის დაწყებამდე სოფიო სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.

დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. რაც შეეხება ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით ელექტრონულ მონიტორინგს, აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ გაუქმდა.

მსგავსი სიახლეები