დრონებით იერიში რუსეთის ვოლგოგრადისა და სამარის ოლქებზე - იწვის ქარხნები

15.09.26 10:23
დრონებით იერიში რუსეთის ვოლგოგრადისა და სამარის ოლქებზე - იწვის ქარხნები

რუსეთის ოლქებში ქარხანა და საწარმო იწვის - დრონებით თავდასხმის შემდეგად ხანძარი ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ მიხაილოვკაში მდებარე საწარმო „სებრიაკოვცემენტის“ ტერიტორიაზე და სამარის ოლქის ქალაქ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩნდა.

სამარის ოლქში დრონებით იერიშამდე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ასევე, ინფორმაცია ვრცელდება, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში ბერიევის სახელობის საავიაციო სამეცნიერო-ტექნიკურ კომპლექსზე სარაკეტო დარტყმის შესახებ.

მსგავსი სიახლეები