რამდენი ლარი შეადგინა საშუალო თვიურმა ხელფასმა - საქსტატი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

15.09.26 12:20
რამდენი ლარი შეადგინა საშუალო თვიურმა ხელფასმა - საქსტატი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

2026 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით (177.3 ლარით) გაიზარდა და 2 389.3 ლარია - ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

სახელმწიფო მთვლელის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 927 ლარი, ხოლო კაცების - 2 856.4 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.5 ლარი (8.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 200.5 ლარი (7.6%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 400.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4%-ით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 4 074.1 ლარი (გაიზარდა 9.2%-ით);
  • მშენებლობა - 3 496.6 ლარი (გაიზარდა 0.8%-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3 304.8 ლარი (გაიზარდა 10.3%-ით). 

ირკვევა, რომ 2026 წლის II კვარტალში სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 153.8 ლარით (6.6%) და 2 471.5 ლარია. ხოლო, არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 215 ლარით (10.6%) გაიზარდა და 2 239 ლარი შეადგინა. 

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერია თბილისი და მცხეთა-მთიანეთი. 

 

მსგავსი სიახლეები