სპეცოპერაცია თბილისში ცენტრში - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 და 28 წლის ქალები დააკავეს
თბილისში საბურთალოს ტერიტორიაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი - როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იტყობინება, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 და 28 წლის ქალები დააკავეს.
წინასწარი ინფორმაციით, პოლიციას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ქალებს ცაგარელის ქუჩაზე ნარკოტიკები დასადებად მიჰქონდათ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ საბურთალოზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია აქტივისტმა, გიორგი ახობაძემ გაავრცელა.