„ალდე“ - ვითხოვთ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ალდეს“ ჯგუფი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
„ერთი წელი შესრულდა პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებიდან „ქართული ოცნების“ ბანერზე „რუსული ოცნების“ დაწერის გამო. Amnesty International-ი მისთვის მისჯილ 18-თვიან პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ჩვენ ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“- წერს „ალდეს“ თავმჯდომარე, იულიან ბულაი სოციალურ ქსელში.
დღეს პარტია "დროას" ლიდერის დაკავებიდან ერთი წელი გავიდა. ქალი პოლიტიკოსი სასჯელს კალაძის ბანერზე ფლომასტრით გაკეთებული წარწერის გამო იხდის. ოთხი შვილის დედა, მოსამართლე გიორგი არევაძის განაჩენის მიხედვით, ციხეში კიდევ ნახევარ წელს გაატარებს. მის მხარდასაჭერად უკვე დაანონსდა საპროტესტო აქცია. დღეს მშრალი ხიდიდან გიგანტური ბანერი გადმოფინეს წარწერით: "თავისუფლება ელენე ხოშტარიას".