"ოცნება" ცდილობს ტრამპ-თაუერის სახელით შტატებთან ურთიერთობა იყიდოს" - შეფასებები

15.09.26 17:29
"ოცნება" ცდილობს ტრამპ-თაუერის სახელით შტატებთან ურთიერთობა იყიდოს" - შეფასებები

ეკონომისტები და ოპოზიციონერები ფიქრობენ, რომ ტრამპ-თაუერის პროექტს "ოცნება" ამერიკასთან ურთიერთობის აღსადგენად იყენებს - როგორც გიორგი ხიშტოვანი "პირველებთან" აცხადებს, მას შემდეგ, რაც ივანიშვილის გუნდმა შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობა ვერ დაალაგა, ახლა ცდილობს, რომ ეს "ტრამპ-თაუერის სახელით იყიდოს".

ორი წელია თითქმის, რაც "ოცნება" ცდილობს, რომ დაგვაჯეროს, რომ ამერიკასთან ურთიერთობა დაალაგა - სამწუხაროდ, ვერ დაალაგა, როგორც ჩანს და ახლა გადაწყვიტა, რო იყიდოს ეს ურთიერთობა, დალაგება ურთიერთობის შეისყიდოს. ამისთვის იყენებს, არა ამერიკის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგებას, არამედ ტრამპის სახელს, როგორც ბრენდს. ჩვენ ვიცით, რომ ამ ბრენდს რეალურად ამერიკის ადმინისტრაციასთან საერთო არაფერი არ აქვს. ჩემი აზრით, ეს უფრო მეტად გათვლილია ადგილობრივ მოსახლეობაზე", - ამბობს  გიორგი ხიშტოვანი. 

პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია კი ამბობს, რომ სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენას შენობები ვერ შეცვლის.

შენობები რომ ცვლიდეს სტრატეგიული პარტნიორობის იმ მძიმე დინამიკას, რომელიც ივანიშვილმა პერსონალურად შექმნა ამერიკის წინააღმდეგ, ბევრად უფრო მარტივად დაალაგებდა აქამდეც ის ამ ურთიერთობას და ბევრად უფრო მეტად გაყიდვას იმ მითის, რომ 20 იანვრის შემდეგ აღდგებოდა ამერიკასთან ურთიერთობა", - აცხადებს თეონა აქუბარდია.

დღეს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გაკეთდა "ოცნებაშიც" - ნინო წილოსანი აცხადებს, რომ "ტრამპ-თაუერი" "მწვანე შუქი" გახდება საქართველოში ინვესტირების მოსაზიდად.

"ოცნების" დეპუტატის თქმითვე, ის დღეს 20:00 საათზე დაგეგმილ "ტრამპ-თაუერის" პრეზენტაცაის დაესწრება. 

მივდივარ პროექტის პრეზენტაციაზე. ტავად ბრენდინგი "ტრამპ-თაუერი" უკვე განაცხადია, ქვეყნის გარეთად ნებისმიერის ინვესტორისთვის, ეს არის მწვანე შუქი, რომ საქართველოში ინვესტირება არის ძალიან ხელსაყრელი და პრესტიჟული, ამიტომაც თავად ის ფაქტი, რომ ამ ბრენდის ქვეშ აშენდება საცხოვრებელი თუ ბიზნეს კომპექსი, უკვე არის უზომოდ პოზიტიური", - აცხადებს ნინო წილოსანი.

ეს არის მნიშვნელოვანი ბიზნეს-პროექტი და მოდი დავტოვოთ ბიზნეს-პროექტად. ნუ მოვაბამთ პოლიტიკურ კუდებს ამ ამბავს. ეს არის კარგი, სამაგალითო ბიზნეს-პროექტი".- ამბობს ლევან მახაშვილი. 

"ტრამპ თაუერის" პრეზენტაციაზე თბილისში დონალდ ტრამპის შვილი არ ჩამოდის - "პირველების" ინფორმაციით, "ოცნებასთან" დაახლოებული დეველოპერები ერიკ ტრამპის ჩამოსვლას ელოდებოდნენ, თუმცა ის დღევანდელ ღონისძიებას მხოლოდ დისტანციურად ჩაერთვება.

პრეზეტაცია საღამოს 20:00 საათზეა ჩანიშნული. ბიზნესმენებთან ერთად ღონისძიებაზე იქნებიან მთავრობის წევრებიც. 

ებრაელი ბიზნესმენი, რომელიც "ტრამპ თაუერის" მშენებლობის მონაწილეა, ამბობს, რომ კვადრატულის ფასი 7 ათასიდან დაწყება და სავარაუდო მყიდველებად უცხო ქვეყნის მოქალაქეები მოიაზრებიან.

მსგავსი სიახლეები