"საქართველოს სკოლებში ბავშვები ისევ შიმშილობენ!" - ქეთევან თურაზაშვილი
„ლელო-ძლიერი საქართველო" მოითხოვს, „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ დაიწყოს სკოლებში უფასო კვების დანერგვის საკითხზე მუშაობა - განცხადება ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ქეთევან თურაზაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ქართული ოცნება თავის დანაპირებს არ ასრულებს და არ ნერგავს სკოლებში უფასო კვებას.
თურაზაშვილის განცხადებით, UNICEF-ის და საქსტატის ერთობლივი მონაცემებით, მოსწავლეების 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში.
საქართველოს სკოლებში ბავშვები ისევ შიმშილობენ! უკვე მერამდენე წელია "ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა დაპირება და არ დანერგა სკოლებში უფასო კვება. UNICEF-ის და საქსტატის ერთობლივი მონაცემებით, მოსწავლეების 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში, რაც აისახება უარყოფითად მათ ჯანმრთელობაზე და გონებრივ შესაძლებლობებზე. სწორედ ამიტომ, “ძლიერი საქართველო - ლელო” მოითხოვს "ქართული ოცნებისგან", დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საკითხზე მუშაობა. პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით ბავშვების კვება საქართველოს ბიუჯეტს დაუჯდება მხოლოდ 147 მილიონი. აქვე შეგახსენებთ, როდესაც მილიონები იხარჯება ბიუროკრატიისთვის, თანამდებობის პირების ხელფასების, პრემიებისა თუ დანამატებისთვის, უხარისხო კონცერტებისთვის, "ქართული ოცნება" ვერ იტყვის, რომ თანხები ვერ მოიძებნა. საქმე ფულში არ არის, საქმე პრიორიტეტებშია. ყველამ ვიცით, რომ "ქართული ოცნება" ვერ საზღვრავს პირორიტეტებს და მათთვის ბავშვი პრიორიტეტი არ არის. საქართველოს სკოლების უდიდეს ნაწილში არ არის ბუფეტები, სადაც ბუფეტი ფუნქციონირებს იქ არის არაჯანსაღი საკვები, ძირითადად, ცომეული და ამ არაჯანსაღ საკვებსაც კი ვერ ყიდულობენ ბავშვები, რადგან ძალიან ძვირია. მაგალითისთვის, ერთი ბოთლი პატარა წვენი 3 ლარი ღირს და მშობლების უმეტესობას ნამდვილად არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დღეში 5 ლარზე მეტი გაატანონ ბავშვებს სკოლაში. ისიც ვიცით, რომ საქართველოში არსებობენ ოჯახები, რომლებიც უსახსრობის გამო დილოთ შვილებს ვერ ასაუზმებენ. 14 წლის განმავლობაში გვესმის მხოლოდ დაპირება "ქართული ოცნებისგან", თუმცა მათ ვერ შეძლეს დაენერგათ უფასო კვება სკოლებშო. მე შეგახსენებთ წალენჯიხის წარმატებულ მაგალითს, რომელიც ჩვენი გუნდის, "ძლიერი საქართველოს - ლელოს" ინიციატივით განხორციელდა და ეს პროექტი ახლაც მიმდინარეობს, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" ისიც კი ვერ შეეძლო, შეენარჩუნებინა და დღეს მხოლოდ პირველი კალსელებისთვის დატოვა კვება სკოლებშო ესეც იმიტომ, რომ მშობლების დიდი უკმაყოფილება არ გამოეწვია. აქვე, მოგმართავთ მშობლებს, როდესაც ჩვენ შებცვლით ერთად ხელისუფლებას, პირველს, რასაც ბავშვებისთვის გავაკეთებთ, ეს იქნება უფასო კვება სკოლებში - ამბობს თურაზაშვილი