ახალი მოწმე გურიკა დადიანიძის საქმეში - გამოჩნდა ადამიანი, ვინც ამტკიცებს, რომ გაუჩინარების შემდეგ ბიჭი ნახა
კიდევ ერთი ახალი მოწმე, გურიკა დადიანიძის საქმეში - მლეთაში 12 წლის წინ დაკარგული ბიჭის დედა ამბობს, რომ გამოჩნდა ადამიანი, ვინც ამტკიცებს, რომ გაუჩინარების შემდეგ მისი შვილი ნახა.
დუშეთის განყოფილებაში გამოკითხვაზე მისულმა სოფო ბიბილაშვილმა ეს ინფორმაცია დღეს გამომძიებლებს მოუყვა, ახლა ოჯახი ელოდება, როდის დაიბარებენ პოლიციაში ამ მოწმეს.
ამის პარალელურად, ირკვევა, რომ გამომძიებლებს დღეს კითხვები ჰქონდათ გურიკა დადიანიძის პირად ნივთებზეც, რომელიც ლომისადან ახალგაზრის გაუჩინარების შემდეგ, დედის თქმით, მამიდასთან აღმოჩნდა.
ისეთ თემაზე დამიბარეს, რომ აქ მე არ უნდა დავებარებინე, აქ უფრო მამიდა უნდა დეაბარებინათ. იმიტომ, რომ როცა ბავშვები ექსკუსრიიდან დაბრუნდნენ, ნივთები, რომელიც გურიკას ჰქონდა, გადაეცა მამიდას - ეს ამბავი მე არ ვიცოდი. მე ეს ძალიან მაინტერესებს, გურიკიას ჯიბე არ ჰქონდა? რატომ მიუტანეს მამიდას - არც ის ვიცი ვინ მიუტანა. გურიკას დაკარგვის მეორე დღეს ხურდები გადაეცა მამიდას."- ამბობს "პირველებთან" დადიანიძის დედა.
რაც შეეხება გაუჩინარებული ბიჭის ოჯახის ადვოკატს, იურისტი ამბობს, რომ ახალი მოწმე ექსკურსიის მონაწილე არ არის.
ნუცა თოფურიას განცხადებით, ამ პირის ვინაობა და ტელეფონის ნომრები გამოძიებას უკვე მიაწოდეს:
ექსკურსიის მონაწილე არ არის ეს ადამიანი, თუმცა ის ესაუბრა ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთ პიროვნებას. მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდოდ, გურიკა დადიანიძე დაბრუნდა ლომისობაზე დაკარგვის შემდგომ და მერე ისევ გაუჩინარდა. ეს ჩვენთვისაც შოკი ინფორმაცია იყო. ჩვენ ბუნებრივია მივაწოდეთ სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, მისამართი გამოძიებას და იმედი გვაქვს, რომ აუცილებლად დაიბარებენ და გამოკითხავენ"- აღნიშნავს იურისტი.
"პირველებისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, პირი რომელიც ამტკიცებს, რომ გურამ დადიანიძე გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში მლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დაინახა, ამ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მეგობარია.
მას საგამოძიებო ორგანო გამოკითხვაზე სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დაუბარებს, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი მეტი ინფორმაცია ცნობილი.