ანი ნადარეიშვილი ამტკიცებს, რომ სუს-ის ახალი შეფი ბაჩო ახალაიას "შვილების დაობლებით ემუქრებოდა"

16.09.26 18:29
ანი ნადარეიშვილი ამტკიცებს, რომ სუს-ის ახალი შეფი ბაჩო ახალაიას "შვილების დაობლებით ემუქრებოდა"

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად პატირმობაში მყოფი ბაჩო ახალაიას მეუღლე, ადვოკატი ანი ნადარეიშვილი ამტკიცებს, რომ სუს-ის ახალი შეფი, თამაზ ბორაშვილი სუს-ის შენობაში გადაყვანის შემდეგ, მის მეუღლეს "შვილების დაობლებით ემუქრებოდა". 

“თუ შენს მეგობრებზე ჩვენებას არ მისცემ, ორივეს 10 წლით  ციხეში გაგვიშვებთ, თქვენი შვილი კი ობლად დარჩება” - ეს ამ ადამიანის, თამაზ ბორაშვილის სიტყვებია" - წერს სოციალურ ქსელში ანი ნადარეიშვილი. 

ადვოკატი სუს-ის ახალ შეფს მიმართავს და ფბ- პოსტით უთვლის, რომ "პასუხს აგებს დანაშაულისთვის".

2025 წლის 25 დეკემბერს ჩემს სახლში სუს-ის თანამშრომლები და ავტომატებით შეიარაღებული სპეცრაზმელები შემოვარდნენ. სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დამაკავეს ჯერ მე, ჩემი არასრულწლოვანი შვილის და ოჯახის თვალწინ, შემდეგ კი ჩემი მეუღლე - ბაჩო ახალაია. 
სუს-ის შენობაში გადაყვანის შემდეგ ჩემს მეუღლეს პირდაპირ ეუბნებოდნენ: “თუ შენს მეგობრებზე ჩვენებას არ მისცემ, ორივეს 10 წლით  ციხეში გაგვიშვებთ, თქვენი შვილი კი ობლად დარჩება” - ეს ამ ადამიანის
- თამაზ ბორაშვილის სიტყვებია, რომელიც 2 დღის წინ ივანიშვილმა სუს-ის უფროსად დანიშნა.
მივმართავ ბორაშვილს: მე კარგად მახსოვს შენი სახე, როდესაც ბაჩოს თავზე ედექი და მე ხელბორკილით ჩამატარეთ მის თვალწინ სუს-ის შენობაში. შენ იცი, რაც გააკეთე და პასუხს აგებ იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინე, რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს!"- წერს ანი ნადარეიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ სუს-ის შენობაზე მასზე განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაძე ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზეც ისაუბრა. 

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი თამაზ ბორაშვილი სუს-ის ახალ ხელმძღვანელად დაამტკიცეს. 
  • მას ხმა პარლამენტის 83 დეპუტატმა მისცა. 
  • კანონმდებლობის თანახმად, სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ირჩევა, თუმცა ბოლო წლინახევრის განმავლობაში სუს-ის უფროსებმა თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.
  •