რუსული ავიაკომპანია რეისებს სოჭის ნაცვლად სოხუმის აეროპორტში შეასრულებს
რუსული ავიაკომპანია Nordwind Airlines-ი 18 სექტემბრიდან 24 ოქტომბრამდე რეისებს სოჭის ნაცვლად ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის აეროპორტში შეასრულებს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავიაკომპანიის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცვლილების მიზეზი დაკონკრეტებული არ არის.
- გადაწყვეტილება ემთხვევა უკრაინული დრონების გახშირებულ თავდასხმას სოჭზე, რის გამოც აეროპორტი ხშირად იხურება, ფრენები კი მრავალსაათიანი დაგვიანებით სრულდება სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის თბილისი-სოჭისა და ბათუმი-სოჭის მიმართულებებზე. Nordwind-ი აშშ-ის საექსპორტო შეზღუდვებისა და უკრაინის სანქციების ქვეშაა.
საიდან შესრულდება ფრენები სოხუმში?
Nordwind-ი სოჭის მიმართულებით რეისებს აუქმებს და მათ ნაცვლად სოხუმის მიმართულებას ამატებს რუსეთის 15 ქალაქიდან:
- ორენბურგი
- ტომსკი
- სიკტივკარი
- ნოვოკუზნეცკი
- პერმი
- სანქტ-პეტერბურგი
- კემეროვო
- ნიჟნი-ნოვგოროდი
- მაგნიტოგორსკი
- ნიჟნეკამსკი
- ნიჟნევარტოვსკი
- ომსკი
- ბარნაული
- ყაზანი
- უფა