ვემზადებით ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრისთვის - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი
უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის ემზადებიაან - როგროც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, გეორგი ტიხიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "გუნდები ახლა ნამდვილად მუშაობენ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების ასეთი შეხვედრის შესაძლებლობაზე".
- ცნობისთვის, აქამდე ზელენსკიმ ტრამპთან შესაძლო შეხვედრა ნიუ-იორკში 21-23 სექტემბრისთვის დააანონსა.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის ვემზადებით. გუნდები ახლა ნამდვილად მუშაობენ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების ასეთი შეხვედრის შესაძლებლობაზე, მის შინაარსზე, რათა ის მაქსიმალურად არსებითი გახდეს. ეს ყველაფერია რისი თქმაც შემიძლია ამ მომენტისთვის“, - განაცხადა ტიხიმ.
მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტების შეხვედრის გარდა ასევე დაგეგმილია დიდი რაოდენობით სხვა ღონისძიებების ჩატარება, კერძოდ კი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან, ბიზნეს-წრეებთან, შეერთებულ შტატებში უკრაინულ დიასპორასთან და სხვებთან.