პოლიციის მანქანაში და იზოლატორის საკანში ტკივილისგან გონება დავკარგე... ჩემი წამება გაგრძელდა ციხეში - ელიზბარაშვილის წერილი
თამაზ ელიზბარაშვილი "ტვ პირველს" გლდანის ციხიდან წერილს უგზავნის - პატიმარი ბიზნესმენი დეტალურად აღწერს მის დაკავებას, პოლიციის მანქანიდან იზოლატორამდე განვლილ გზას, თუ როგორ დაკარგა გონება ჯერ მანქანში და შემდეგ იზოლატორის საკანში, როგორ გადაიყვანეს გერმანულ ჰოსპიტალშიმარალი წნევით და ძლიერი ტკივილებით.
"ჩემი წამება გაგრძელდა გლდანის ციხეში, შიმშილობსი გამოცხადების შემდეგ გადამიყვანეს სამარტოო საკანში, სადაც ფანჯარას მინები არ აქვს. არც ტელევიზორი, არც რადიო, არც საპონი, პირსაპარსი, სარკე, სავარცხელი, ფრჩხილის საჭრელი "- წერს 13 სექტემბით დათარიღებულ წერილში ელიზბარაშვილი.
პატიმარი ბიზნესმენი ამბობს, რომ ის ხელისუუფლებამ მისი პოლიტიკური შეხედულებსი გამო დასაჯა და სწორედ ამ მიზნით პროვოკაციის მოსაწყობად იმედის თანამშრომლები მიუგზავნა.
დიახ, ჩემი ღრმა რწმენით, ჩემი დასჯა არის დაკვეთილი ზევიდან და TV-იმედის ამ ტიტუშკების, პროკურატურის და სასამართლოს ხელით ჯერ ჩემი და შემდეგ დედის და ჩემი უფროსი შვილის სახლი ამოატრიალეს. მე ხელბორკილი დამადეს და პოლიციის ჯგუფის ხელმძღვანელმა, შალვამ, უბრძანა ბოლომდე დაუჭირეთო. ისე მომიჭირეს და ისეთი ტკივილი განვიცადე, რომ გზაში ჩემი სახლიდან პოლიციამდე, პოლიციის მანქანაში გონება დავკარგე ტკივილისაგან. გონს პოლიციის სამმართველოს ეზოში მოვედი. პერანგი სულ სველი მქონდა, ეტყობა წყალს მასხავდნენ. 8 საათის მერე მომხსნეს ბორკილები და შემასახლეს იქვე „კაპეზეში“, წინასწარი დაკავების საკანში, სადაც რამოდენიმე საათის შემდეგ, მაღალი წნევისა და ტკივილის გამო დავკარგე კოორდინაცია და უკან გადავარდი, დავარტყი თავი და გონება დავკარგე. არაფერი მახსოვს ვინ და როგორ გადამიყვანა, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ ყოფილ გერმანულ საავადმყოფოში. გონზე იქ მოვედი. მეოთხე დღეს გადამიყვანეს სასამართლოში და იქ მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა შემიფარდა წინასწარი პატიმრობა. ძირითადი განხილვა ამ საქმისა ჩაინიშნა 22 ოქტომბერს. წარმოგიდგენიათ, როგორ უსამართლოდ მომექცნენ? 1 სექტემბერს დამაკავეს და 22 ოქტომბერს ჩანიშნეს სასამართლო. ანუ თითქმის ორი თვე „გამომიწერეს“ ციხეში ყოფნა. 151-ე მუხლი, რომლითაც მე უდანაშაულო კაცს მასამართლებთ, ითვალისწინებს საზოგადოებისთვის იძულებით შრომას, ჯარიმას ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. პროკურატურამ კი წინასწარ გამომიტანა ყველაზე მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 2 თვით, რაც მოსამართლემაც დაუდასტურა, დაურტყა ჩაქუჩი.
ჩემი დასჯა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ მე ხშირად ვაკრიტიკებ მთავრობას, როცა რამე არ მომწონს, ასევე ყოველ დღე ჩემს fb გვერდზე ვდებ უკრაინის მხარდამჭერ პოსტებს და უშვერი სიტყვებით ვაგინებ ხუილო პუტინს, აი ამიტომ გადაწყვიტეს. და სწორედ ამაზე მეკაჩავებოდნენ TV-იმედის თანამშრომლები 30 აგვისტოს რესტორან „სხვაში“. მათ თურმე არ მოსწონდათ ჩემი პოსტები fb-ზე და რუსული საქმის კეთებისათვის, ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული, TV-იმედს რუსეთის მხარდამჭერი ინფორმაციის გაჟღერების გამო, აუგად რომ მოვიხსენიებდი. აი ამიტომ დამაყარა მუშტები იმ დღეს შაკო კუჭაშვილმა, TV-იმედის „ტიტუშკამ“. და ეს კადრები მთელმა საქართველომ ნახა.
ჩემი წამება გაგრძელდა გლდანის ციხეში. ბუნებრივია უდანაშაულო კაცი იბრძვის სიმართლისათვის და 9 სექტემბერს გამოვაცხადე შიმშილი. გადამიყვანეს სამარტოო 53-ე საკანში, სადაც ფანჯარას მინები არ აქვს. არც ტელევიზორი, არც რადიო, არც საპონი, პირსაპარსი, სარკე, სავარცხელი, ფრჩხილის საჭრელი და არც მადუღარა. შიმშილის მე-4 დღეს, პატივი დამდეს და მადუღარა შემომიტანეს საკანში. მარტო წყალს ვსვამ, საკანში მხოლოდ ცივი წყალია და აი მადუღარით თბილი წყალი მიირთვიო. აი ასე მაწამეთ ბნ. პროკურორო, თქვენ და თქვენმა ზემდგომებმა და ამის პატიება ძალიან გამიჭირდება.
შეიძლება ეხლა კანონი მოიშველიოთ და მიპასუხოთ, მე რა შუაში ვარ - კანონია ასეთიო. როგორ გეკადრებათ! 9 სექტემბრიდან ვშიმშილობ და იცით ხომ რას ვითხოვ? ვშიმშილობ მხოლოდ ერთი მოთხოვნით:
დამკითხეთ! დამკითხეთ! დამკითხეთ!
ჩემი ჩვენება ხომ სათვალთვალო კამერის კადრებით დიდი სიზუსტით აღწერს სინამდვილეში რა და როგორ იყო?! დიახ ზუსტად ასეა და თქვენ ეს იცით, და ამიტომ არ გინდათ ჩემი დაკითხვა. ასრულებთ ვიღაცა პატარა, ბოროტი კაცების ბრძანებას და 22 ოქტომბრამდე, ანუ ორი თვით გინდათ გამომკეტოთ ციხეში. სხვა შემთხვევაში ხომ მოსამართლე ვერ მომისჯიდა, ჩემი ჩვენებისა და სათვალთვალო კამერის კადრების ნახვის შემდეგ პატიმრობას? რა თქმა უნდა ვერ!
აი სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებისა და თქვენი მხრიდან ამ შეკერილი საქმის გამოძიების დროში გაწელვა ადასტურებს, რომ მე ვარ უკანონოდ დაპატიმრებული და ნაწამები - დასანქცირებული TV-იმედის აუგად მოხსენიებისათვის და ხუილო პუტინის დედის გინებისთვის.თამაზ ელიზბარაშვილი 13.09.2026.