ევროპარლამენტმა ევროპის თავდაცვითი მზადყოფნის გაძლიერებისკენ მიმართულ ახალ ზომებს მხარი დაუჭირა

17.09.26 00:04
ევროპარლამენტმა ევროპის თავდაცვითი მზადყოფნის გაძლიერებისკენ მიმართულ ახალ ზომებს მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ევროპის თავდაცვითი მზადყოფნის გაძლიერებისკენ მიმართულ ახალ ზომებს მხარი დაუჭირა - ცვლილებები დღეს დამტკიცდა. 

ახალი ზომების მიზანია თავდაცვასთან დაკავშირებულ პროექტებზე ნებართვების გაცემისა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის თავდაცვითი ტექნიკის ექსპორტის გაიოლების ხელშეწყობა. ამავე კანონმდებლობით უნდა გამარტივდეს უსაფრთხოებისა და თავდაცვითი შესყიდვების პროცედურები და ევროკავშირის თანამშრომლობა თავდაცვით კონტრაქტებზე, უნდა უზრუნველყოს, რომ ევროკავშირის ქიმიურ ნივთიერებებზე რეგულაციებში ადეკვატურად იყოს ასახული თავდაცვითი საჭიროებები და გააიოლოს „ევროპის თავდაცვითი ფონდის“ მუშაობა.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 800 მილიარდი ევროს მობილიზაცია “ევროპის გადაიარაღების გეგმის/მზადყოფნა 2030“(ReArm Europe Plan/Readiness 2030)-ის ინიციატივის ფარგლებში, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და თავდაცვით მრეწველობას მისცემს უსაფრთხოების მზარდ გამოწვევებთან უკეთესად გამკლავების შესაძლებლობას.

  • საკანონმდებლო წინადადებები შეადგენს ევროკავშირის თავდაცვითი მზადყოფნის ზომების ე.წ. “Omnibus V”-ს ნაწილს, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში არაფორმალურად შეთანხმდა ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს შორის.

მსგავსი სიახლეები