კომუნიკაციის კომისიასა და UNICEF-ს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

17.09.26 16:07
კომუნიკაციის კომისიასა და UNICEF-ს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კომუნიკაციის კომისიასა და UNICEF-ს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით არსებული მდგომარეობა, ფორმალურ განათლებაში მისი ინტეგრირების შედეგები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. 

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, გოგა გულორდავას თქმით, მათი თანამშრომლობა უკვე მრავალწლიან ისტორიას მოიცავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მათი პარტნიორობაა არასულწლოვანთა ინტერნეტში დაცვისა და მედიაწიგნიერების უნარების განვითარების მიმართულებით.

გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და კომისისიის თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს მოიცავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა არასულწლოვანთა ინტერნეტში დაცვისა და მედიაწიგნიერების უნარების განვითარების მიმართულებით. ამ თამანმშრომლობის ფარლებში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და შევძელით მედიაწიგნიერების ინტეგრირება მოგვეხდინა განათლების სისტემაში. - გოგა გულორდავა 

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი  იზაბელა კასტროჯოვანი ამბობს, რომ ის მზადაა კვლავ გააგრძელოს თანამშრომლობა განათლების სამინისტროსთან, რათა მათი დახმარებით ახლგაზრდებს ჰქონდეთ ის ცოდნა და უნარები, რაც მათ ციფრულ გარემოში უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად ნავიგაციაში დაეხმარება.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი საქართველოში "გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) კომუნიკაციების კომისიასთან და განათლების სამინისტროსთან 2018 წლიდან თანამშრომლობს. ეს ხანგრძლივი პარტნიორობაა და დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო, დაგვედასტურებინა ჩვენი მზადყოფნა, კვლავ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ კომუნიკაციების კომისიასა და განათლების სამინისტროსთან და კიდევ უფრო განვავითაროთ ამ მიმართულებით მიმდინარე საქმიანობა. დღემდე მიღწეული შედეგები შთამბეჭდავია - მედიაწიგნიერება, როგორც არჩევითი საგანი, უკვე ინტეგრირებულია ფორმალური განათლების სისტემაში და ასობით სკოლაში ისწავლება როგორც სასწავლო პროცესის, ისე სხვადასხვა კლუბის ფარგლებში. ეს მიმართულება კვლავ უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენ მზად ვართ, არა მხოლოდ გავაგრძელოთ არსებული პარტნიორობა, არამედ კიდევ უფრო გავაფართოოთ თანამშრომლობა. ჩვენი მიზანია, საქართველოში ახალგაზრდებს ჰქონდეთ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც მათ ციფრულ გარემოში უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად ნავიგაციაში დაეხმარება. - იზაბელა კასტროჯოვანი 

 

ComCom-მა, UNICEF-თან და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მედიაწიგნიერების განათლებაში ინტეგრირების პროექტი 2022 წელს დაიწყო. შედეგად, 2025 წელს მედიაწიგნიერება უკვე 300-მდე სკოლაში ისწავლებოდა, რომელთა 90%-ზე მეტი რეგიონებშია, ხოლო 2 600 მასწავლებელია გადამზადებული.

მსგავსი სიახლეები