ჩვენთვის მიუღებელია რუსული პოლიტიკის პროპაგანდისტის მომსახურება - “Georgian bus” -ის გენ-დირექტორი

01.04.21 13:44
ჩვენთვის მიუღებელია რუსული პოლიტიკის პროპაგანდისტის მომსახურება - “Georgian bus” -ის გენ-დირექტორი

“Georgian bus” –ის ამ დრომდე არ ასახელებს კომპანიას, რომელიც კომენდანტის საათის დროს ვლადიმერ პოზნერის და მისი 41 კაციანი დელეგაციის ტრანსპორტირებას ახდენდა.   ავტობუსს, რომლითაც პოზნერი და მისი სტუმრები გადაყავდათ “Georgian bus”-ის წარწერა აქვს, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ სატრანსპორტო საშუალება მათ არ ეკუთვნით. 

“Georgian bus”-ის გენერალური დირექტორის განმარტებით, ტურისტული სეზონის დროს, ავტობუსების სიმცირის გამო, ისინი ტრანსპორტს ფიზიკური პირებისგან ქირაობენ. მისი თქმით, ასე მოხდა პოზნერის სტუმრობის შემთხვევაშიც. შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ ავტობუსს, რომლითაც პოზნერი და მისი დელეგაცია გადაადგილდებოდა, კერძო პირის საკუთრებაა, რომელიც ორი წლის წინ კომპანიასთან თანამშრომლობდა და ბრენდირების ნიშანიც ამიტომ გაუკეთდა. შესაბამისად, კომპანია ამ საკითხზე პასუხისმგებლობას იხსნის და აცხადებს, რომ რუსული პოლიტიკის პროპაგანდისტის მომსახურება მათთვის მიუღებელია. 

ავტობუსი, რომელზეც ჩვენი კომპანისს ბრენდირება იყო არ ეკუთვნის ჩვენ კომპანიას და არ არის ჩვენი კომპანიის. კონკრეტული ავტობუსი არის კერძო პირის საკუთრება, რომელსაც ჩვენ ვქირაობდისთ და მათ შორის, ვქირაობთ ხოლმე განსაკუთრებით როდესაც ტურიზმის სეზონი აქტიურია და საკუთარი ავტობუსები არ გვყოფნის ხოლმე სხვა ავტობუსებს, კერძო მძღოლებს და მათ ავტობუსებს. ვინაიდან შარშანწინ მთელი ტურისტული სეზონი ჩვენთან იმუშავა, შესაბამისად, ჩვენ ბრენდირება გავუკეთეთ მაშინ იმ მომენტისთვის ავტობუსს და იმის მერე შემორჩა. ეს იყო აბსოლუტური გაურკვევლობა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე როგორც კომპანიის დირექტორი, ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი პირის, ან რუსული პოლიტიკის პროპაგანდისტის რაიმე კუთხით მომსახურება საქართველოში,- განაცხადა ხუციშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები