პროკურორი ამტკიცებს, რომ ელისაშვილის სიტყვების გამო, შოთა ჭიპაშვილმა “თავი შეურაცხყოფილად იგრძნო“

17.09.26 15:19
პროკურორი ამტკიცებს, რომ ელისაშვილის სიტყვების გამო, შოთა ჭიპაშვილმა “თავი შეურაცხყოფილად იგრძნო“

შოთა ჭიპაშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს და ცნობილია დაზარალებულად, მან იგრძნო თავი შეურაცხყოფილად, - ამის შესახებ მსჯავრდებული ალეკო ელისაშვილის საქმის პროკურორმა, დავით დევიძემ პროცესის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკოსმა მოწმეს არა მარტო „არაკაცი“, არამედ სხვა სიტყვებიც უწოდა.

პროკურორი ამტკიცებს, რომ ელისავილის მიმართ ძალადობა არ განხორციელებულა და ხელბორკილები, რომელიც მას აწუხებდა, თხოვნის შემდეგ შეუხსნეს.

შოთა ჭიპაშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს და ცნობილია დაზარალებულად. ალეკო ელისაშვილის სიტყვები არის ობიექტურად შეურაცხყოფა და იგრძნო კიდევაც თავი შეურაცხყოფილად. მის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებიათ არც მანდატურებს და არც საპატრულო პოლიციის თანამშრომოლებს. მას შემდეგ, რაც ელისაშვილი დააკავეს, დანაშაულის ჩადენიოს შემდეგ, ელისაშვილს დაადეს ხელბორკილი, მან სამართალდამცველს , რადგან ტკიოდა. აღნიშნულის შემდეგ შეუხსნეს ხელბორკილი და იმ ზომაზე მოარგეს, რა ზომაზეც აღარ ეტკინებოდა. ალექსანდრე ელისაშვილიც უთითებდა, რომ მან წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს და სამართალდამცავებმა გამოიყენეს პროპორციული ძალა. პროპორციული ძალის გამოყენება არ ნიშნავს ძალადობას. თავად ალექსანდრე ელისაშვილიც ამბობს ამას თავის ჩვენებაში, რომ ის წინააღმდეგობას უწევდა სამართალდამცავებს",- განაცხადა დავით დევიძემ.

შემდეგი სასამართლო სხდომა ელისაშვილის საქმეზე 30 სექტემბერს ჩაინიშნა. 

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 4 საქმეა წარმოებული, საიდანაც ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, მსჯავრდებულია და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი აქვს წარდგენილი ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის, რომელიც სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას გულისხმობს. პოლიტიკოსს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზეც, რაც პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის მისამართით ნათქვამ სიტყვა „არაკაცის“ წოდებას მოიცავს. ელისაშვილი ასევე ბრალდებულია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზეც.

 

მსგავსი სიახლეები