გრანტების სააგენტოს არსებობის აზრი მოსახლოების მოტყუება იყო - საბა ბრაჭველი

17.09.26 15:48
გრანტების სააგენტოს არსებობის აზრი მოსახლოების მოტყუება იყო - საბა ბრაჭველი

გრანტების სააგენტო იხურება - სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტი ამბობს, რომ “ოცნებამ“ მილიონი ლარი დახარჯა იმისთვის, რომ საკუთარი ორგანიზაციები დაეფინანსებინა და ახლა მოჩვენებითადაც აღარ აპირებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელი შეუწყონ.

საბა ბრაჭველის თქმით, გრანტების სააგენტოს ერთადერთი აზრი იყო ის, რომ მოსახლეობა მოეტყუებინათ, თითქოს, არაუშავს, რომ ჩვენ ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას რომ ვკარგავთ.

იმ კანონების ჩარჩო, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ ბოლო 3 წლის განმავლობაში მიიღო, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება საერთოდ ფუნქციონირებას ვერ შეძლებდა, ისინი ამას აკრძალავდნენ. 1 მილიონი ლარი დახარჯეს დაახლოებით იმისთვის, რომ ისედაც თავიანთი ორგანიზაციებისთვის ეს ფული მიეცათ, ახლა მიხვდნენ,რომ საერთოდ ესეც აღარაა საჭირო, ისინი აღარ აპირებენ, თუნდაც მოჩვენებითად, რაიმე ფორმით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ხელშეწყობას და ამ სააგენტოს ხურავენ. ამ სააგენტოს არსებობის ერთადერთი აზრი იყო ის, რომ მოსახლეობა მოეტყუებინათ, თითქოს, არაუშავს, რომ ჩვენ ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას რომ ვკარგავთ. “ოცნებას“ სურს, რომ ქვეყანაში ერთადერთი წყარო, არა მხოლოდ თანხების, არამედ გამოცდილების და ცოდნის მოსახლეობისთვის გადაცემის იყოს თავად ეს პარტია. არავითარი სხვა აქტორი, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია. ვიღებთ უკვე ფაქტობრივად არა ავტორიტარულ, არამედ ტოტალიტარულ სახელმწიფოს, სადაც განსხვავებული აზრის, მიზნების და ღირებულებების ქონაც კი დასჯადი გახდება, - ამბობს საბა ბრაჭველი. 

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. კობახიძის მტკიცებით,  “სააგენტო მილევად რეჟიმშია და ის წლის ბოლომდე დაიხურება”.