ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი: საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) “სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების” (SOC) პოლიტიკურმა ჯგუფმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე დე ფაქტო ანექსიურ პროცესებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი შემდეგი განცხადება გააკეთა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ანექსია წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ და მიუღებელ დარღვევას, რაც მოსკოვის ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებას ისახავს.
“სამხრეთ ოსეთი: საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა არსებითი მნიშვნელობისაა ევროპული უსაფრთხოებისთვის.
რუსეთის ფედერაციამ გააძლიერა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით ძალისხმევები. მსგავსი ანექსია წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ და მიუღებელ დარღვევას. ეს მოსკოვის იმ ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებას, მათ შორის უკრაინის დონბასსა და ყირიმში, მოლდოვის დნესტრისპირეთში და საქართველოს აფხაზეთში.
კავკასიასა და მთელ ევროპაში ხანგრძლივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ყოველი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით”, - ნათქვამია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 ათასამდე შემცირდა - წლის ბოლომდე კიდევ 65 ათასი ოჯახის გადამოწმება იგეგმება
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით ბენეფიციართა რაოდენობა 6 546-ით, ხოლო იანვართან შედარებით - თითქმის 140 ათასით არის შემცირებული.