დმანისში ცოფის ორი შემთხვევა დადასტურდა - სოფელ განახლებაში კარანტინი გამოცხადდება
დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა დადასტურდა - ინფექცია სოფელ განახლებაში ორ მსხვილფეხა საქონელს ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაუდგინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცხოველებს დაკბენის კვალი არ აღენიშნებოდათ.
უწყებაის ცნობით, ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადება, ცხოველების ვაქცინაცია და დეზინფექცია იგეგმება.
„ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ლაბორატორიული კვლევის შედეგად 2 სულ მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა. მეპატრონეების გადმოცემით, ცხოველებს დაკბენის კვალი არ აღენიშნებოდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფექციის კერაში ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად მუშაობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კანონმდებლობის თანახმად, გატარდება დაავადების სალიკვიდაციო ღონისძიებები: დაავადების კერაში გამოცხადდება კარანტინი; ჩატარდება ცოფის ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა; დაწესდება ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა. ეპიდემიოლოგიურ მოკვლევას ქვემო ქართლის დეპარტამენტის სპეციალისტები ჩაატარებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 ათასამდე შემცირდა - წლის ბოლომდე კიდევ 65 ათასი ოჯახის გადამოწმება იგეგმება
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით ბენეფიციართა რაოდენობა 6 546-ით, ხოლო იანვართან შედარებით - თითქმის 140 ათასით არის შემცირებული.