რობერტ ფიცოს განცხადებით, ევროპა ომთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს

18.09.26 10:35
რობერტ ფიცოს განცხადებით, ევროპა ომთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცო თვლის, რომ "ევროპა არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ომთან".

ფიცოს თანახმად, ევროპა ახლოსაა მასშტაბური ომის აფეთქებასთან, რომელიც უკრაინის ომიდან შეიძლება წარმოიშვას, ხოლო პოლიტიკოსებმა მშვიდობისთვის უნდა იბრძოლონ.

რობერტ ფიცო უკრაინაში ვიზიტს გეგმავს ევროპელ ლიდერთა შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.

ის, რაც დღეს ევროპაში ხდება - რასაც ვისმენთ და ვხედავთ - მიუთითებს, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი კონტროლს აღარ ექვემდებარება. უგულებელყოფილია სამხედრო ოპერაციების მარეგულირებელი ყველა წესი და თავდასხმის ობიექტი ხდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ვფიქრობ, უკრაინის ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაციების მომსწრე გავხდებით. თუმცა, ყველაზე მეტად რისი შიშიც მაქვს არის ის, თუ რამდენად გაძლიერდა ევროპაში სამხედრო რიტორიკა. როგორც ჩანს, ევროკავშირის 2028–2034 წლების ბიუჯეტიდან სარგებელს სწორედ იარაღის მწარმოებელი კომპანიები მიიღებენ - არა მოქალაქეები, არამედ იარაღის მწარმოებელი კომპანიები“, - განაცხადა ფიცომ.

მსგავსი სიახლეები