თბილისის 190 საბავშვო ბაგა-ბაღის სისტემის დაფინანსებაზე წლიურად 280 მილიონი ლარი იხარჯება, აქედან უშუალოდ საბავშვო ბაგა-ბაღების დაფინანსება, მათ შორის კვების ხარჯი, 215,800,000 ლარია - აბესაძე

18.09.26 11:22
თბილისის 190 საბავშვო ბაგა-ბაღის სისტემის დაფინანსებაზე წლიურად 280 მილიონი ლარი იხარჯება, აქედან უშუალოდ საბავშვო ბაგა-ბაღების დაფინანსება, მათ შორის კვების ხარჯი, 215,800,000 ლარია - აბესაძე

თბილისის 190 საბავშვო ბაგა-ბაღის სისტემის დაფინანსებაზე წლიურად 280 მილიონი ლარი იხარჯება, აქედან უშუალოდ საბავშვო ბაგა-ბაღების დაფინანსება, მათ შორის კვების ხარჯი, 215,800,000 ლარია"- ამის შესახებ  ,,სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბოლო წლებში კვების პროდუქტების შესყიდვას თბილისის მერიის შესაბამისი უწყების ნაცვლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (ახლა უკვე ცენტრალური შემსყიდველი ორგანო) ახორციელებს.

იურისტი ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების შესაძლო ინტოქსიკაციაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერიას და სახელმწიფო უწყებებს აკისრებს:

"კორუფცია, უპასუხისმგებლობა და უცოდინრობა სამწუხაროდ წამლავს კიდეც" - წერს ირაკლი აბესაძე. 

თბილისის 190 საბავშვო ბაგა-ბაღის სისტემის დაფინანსებაზე წლიურად 280 მილიონი ლარი იხარჯება!!! აქედან უშუალოდ საბავშვო ბაგა-ბაღების დაფინანსება, მათ შორის კვების ხარჯი, 215,800,000 ლარია!!!

საინტერესოა, რომ ბოლო წლებში კვების პროდუქტების შესყიდვას თბილისის მერიის შესაბამისი უწყების ნაცვლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (ახლა უკვე ცენტრალური შემსყიდველი ორგანო) ახორციელებს. 

თუ, მაგალითად, ხაშური, წალენჯიხა, ხელვაჩაური, ჩხორუწყუ, ამბროლაური, ხონი, ყაზბეგი და სხვა მუნიციპალიტეტები თავისი საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის კვებითი პროდუქტების შეძენას თავად ახორციელებენ, მაშინ რატომ არ აკეთებს ამას ყველაზე მსხვილი და პრინციპში, ყველაზე ავტონომიური მუნიციპალიტეტი - თბილისი?! იმიტომ ხომ არა, რომ კალაძის მერიის კორუფციამ ისე შეაწუხათ, რომ საბავშვო ბაგა-ბაღების კვებაც ვერ ანდეს?! 

ანუ, მომხდარზე პასუხისმგებელია  როგორც თბილისის მერია, ისე სახელმწიფო უწყებებიც.

ასეა, კორუფცია, უპასუხისმგებლობა და უცოდინრობა სამწუხაროდ წამლავს კიდეც!!!"- წერს ირაკლი აბესაძე. 

ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, 7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა.

ინტოქსიკაციის გამო "პირველების" ინფორმაციით, შემდეგი ბაღები დაიკეტა: 

  • 59-ე, 124 -ე, 22-ე, 109-ე, 46 -ე, 121-ე, 79-ე.

ირკვევა, რომ ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. 

მსგავსი სიახლეები