ელვის სისწრაფით უნდა ჩატარდეს ეპიდ-კვლევა - ინტერვიუ ინფექციონისტ მაია ბუწაშვილთან

19.09.26 18:59
ელვის სისწრაფით უნდა ჩატარდეს ეპიდ-კვლევა - ინტერვიუ ინფექციონისტ მაია ბუწაშვილთან

თბილისის ბაღებში სავარაუდოდ საკვებით ინტოქსიკაციის პირველი ცნობების გავრცელების შემდეგ 2 დღე გავიდა -  ათობით ბავშვი სხვადასხვა კლინიკაში პირღებინებით, მაღალი ტემპერატურით და ფაღარათით კლინიკაშია მოთავსებული.

ბავშვების მოწამვლის შესახებ გამოძიება ფინანსურმა პოლიციამ დაიწყო. თბილისის მერი, კახა კალაძე, რომელიც პასუხისმგებელია, თბილისის საბავშო ბაღების გამართულად მუშაობაზე ამბობს, რომ ველა პროდუქტი, რაც ბაღებში შედის, ლაბორატორიულად არის შემოწმებული.

რამენიმე საათის წინ, მედიასთან გამოჩნდა ჯანდაცვის მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვების შესაძლო ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი.

მისი თქმით, არცერთ შემთხვევაში არ არსებობდა გართულება ან მოსალოდნელი რისკი.

მიუხედავად ოფიციალური კომენტარისა ამ დრომდე არ არსებობს კითხვაზე პასუხი, კონკრტულად რამ გამოიწვია ბავშვების ინტპქსიკაცია. 

დღის მთავარ თემაზე "პირველებმა" კითხვები ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს დაუსვა: 

 [პირღებინება, მაღალი ტემპერატურა და ფაღარათით] მსგავსი სიმპტომები შეიძლება, გამოიწვიოს ტოქსინმა - ანუ როცა საკვებ პროდუქტში უკვე არის მზა ტოქსინი, რასაც მოწამვლას ეძახიან. შეიძლება გამოიწვიოს ვირუსმა და ბაქტერიამ. დღეის მონაცემით, ჩვენ წარმოდფგენა არ გვაქვს, რასთან გვაქვს საქმე. საუბრობენ გამოძიებაზე - გამოძიება და ვიღაცების ბრალეულობის დადგენა ცალკე საკითხია, ახლა ელვისწრაფით უნდა ჩატარდეს ეპიდ-კვლევა, იმედი მაქვს, ტარდება და უნდა ტარდებოდეს წინასწარი შედეგები. 

ექიმები სტაციონერში ამბობენ, რომ მკურნალობენ სიმპტომურად, რადგან არ იციან, რასთან გვაქვს საქმე. ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსის დროს იცოდე, ზუსტად რა არის გამომწვევი. გასაგებია, რომ ჯერ მეორე დღეა, 48 საათი უკვე გავიდა და მთელი რიგი ლაბორატორიული კვლევის შედეგები უკვე ცნობილი უნდა იყოს. 

თუ მაგალითად საუბარია ბაქტერიაზე - სალომონელაზე, ის საჭიროა ანტიბიოტიკო მკურნალობა, ვირუსული ინფექციის დროს არა და ა.შ."- აცხადებს ბუწაშვილი. 

წინასწარ გავეცელებული სიმპტომების მიხედვით, ინფექციონისტი გამორიცხავს, რომ საქმე წყლით მოწამვლასთან გვქონდეს. მისი თქმით, ფაქტა, რომ ბავშვების ჰოსპიტალიზება საკვებით გამოწვეული სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო გახდა საჭირო. 

მედიკოსი არც იმას გამორიცხავს, რომ ვიდრე მას ბაღის აღსაზრდელები მიირთმევდნენ საკვები გარკვეული ვირუსით ყოფილიყო დაბონძურებული. 

"არსებობს ნოროვირუსი, რომელსაც ახასიათებს ასეთი მასშტაბური აფეთქებები. მაგალითად რომელიღაცა რძის პროდუქტის დამზადების დროს, რომელიღაც მზარეულს აქვს ნოროვორუსი, მისი უმცირესი დოზაც კი საკმარისია, თუ ის რძის პროდუქტში მოხვდა,  რომელიც შემდეგ თერმულად არ მუშავდება, დადგეს შედეგი და ეს ვირუსი აფეთქდეს"- განმარტა ბუწაშვილმა. 

მედიკოსი ხორცის შესაძლო ინფოცირების ფაქტსაც არ გამორიცხავს - ბუწაშვილმა სარმონელაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ჯვარედინად ინფცირების რისკზე გაამახვილა ყურადღება. 

ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ პირველი და ყველაზე სასწრაფოდ გასარკვევია, რა იყო საკვების პირველწყარო და მარაგბებოდა თუ არა ამ პროდუქტით სხვადასხვა ქსელები.