"ტელეკომპანია პირველის" იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი Forbes Georgia-ს Under 30-ის გამარჯვებულია

19.09.26 19:39
"ტელეკომპანია პირველის" იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი Forbes Georgia-ს Under 30-ის გამარჯვებულია

მართლმსაჯულების სახლის ადვოკატი და "ტელეკომპანია პირველის" იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი თორნიკე მიგინეიშვილი Forbes Georgia-მ დააჯილდოვა - ამის შესახებ იურისტმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა ა აღნიშნა, რომ ის 2026 წლის Under 30-ის გამარჯვებულად, სოციალური გავლენის კატეგორიაში გამოცხადდა. 

ეს კატეგორია მსოფლიოს მასშტაბით არაერთ წარმატებულ ახალგაზრდას აერთიანებს:

დიდი პატივია, ვიყო Forbes Georgia-ს 2026 წლის Under 30-ის გამარჯვებული -  სოციალური გავლენის კატეგორიაში. 

კატეგორიაში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არაერთ წარმატებულ ახალგაზრდას აერთიანებს. 
ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ჩემი, როგორც ადვოკატის, საზოგადოებრივი როლის ამგვარი შეფასება. ეს აღიარება მხოლოდ პირადი წარმატება არ არის. იმ პროფესიის დაფასებაცაა, რომელსაც წარმოვადგენ.

ჩვენი პროფესიისთვის განვლილი ორი წელი განსაკუთრებით რთული იყო. ამიტომ ჩემთვის კიდევ მეტად სიმბოლურია, რომ ამ ჯილდოს მიღებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სინდისის პატიმრებსა და მათ საქმეებს.
🇬🇪 მადლობა Forbes Georgia-სა და ჟიურის ნდობისა და დაფასებისთვის. 

Nino Bolkvadze-ს, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვერდით მედგა და მისი ინიციატივით მივიღე მონაწილეობა კონკურსში.

ჩემი პროფესიული განვითარებისა და წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილი მართლმსაჯულების სახლსა და მის ხელმძღვანელს, ეკა ბესელია-ს უკავშირდება. 

ტელეკომპანია პირველი, მისი გუნდი, მედიასფეროს წარმომადგენლები და საქართველოს უნივერსიტეტი კი ისინი არიან, რომლებმაც ჯერ კიდევ წლების წინ გამომიცხადეს ნდობა და მომცეს შესაძლებლობა.
ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მათ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის.
წინ კიდევ ბევრი საქმე, პასუხისმგებლობა და მიზანია.

✊🏻 მათ შორის, იმ ადამიანების უფლებების დაცვა, რომლებიც უკანონობის ადრესატები გახდნენ. 
P.S. რადგან 30 წლამდე ჯერ კიდევ რამდენიმე წელი დამრჩა, ამ ჯილდოს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეების დასაწყისად მივიღებ, ვიდრე განვლილი გზის შეჯამებად"- წერს მიგინეიშვილი.

მსგავსი სიახლეები