"არ დაანგრიოთ!" - 21-ე საჯარო სკოლასთან ისევ პროტესტია

20.09.26 17:10
"არ დაანგრიოთ!" - 21-ე საჯარო სკოლასთან ისევ პროტესტია

21-ე საჯარო სკოლასთან ისევ პროტესტია. ადგილზე მოსწავლეები და მათი მშობლები არიან შეკრებილები. ისინი შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით ხელახალი დასკვნის დადებას და ასევე სკოლისთვის ერთი კონკრეტული სივრცის გამოყოფას ითხოვენ. მშობლების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ ადგილზე მაღალსართულიანი შენობის აშენება სურდეს.

ჩვენ არ ვართ თანახმა, რომ მოხდეს ამ სკოლის ბავშვების გადანაწილება სხვადასხვა შენობაში და უპირობოდ ვითხოვთ, რომ განთავსდნენ ბავშვები ერთ შენობაში და იყვნენ ერთ ცვლაში. ასეევ ვითხოვთ ალტერნატიულ ექსპერტიზას, იმიტომ, რომ ძალიან დიდ ეჭვს აღძრავს ის, რომ თუნდაც ის, რომ როგორც ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, 10 სექტემბრით დათარიღებული დასკვნა სკოლაში შემოვიდა 17 სექტემბერს და სასწავლო წელი გაიხსნა ისე, რომ არავის ჰქონია ამაზე ინფორმაცია და ასეთი მდგომარეობა თუ იყო, რომ დემონტაჟია შენობის საჭირო, ეს ინფორმაცია როგორც კი დაიდო, მყისიერად უნდ მომხდარიყო ამაზე ინფორმირება, - ამბობს მშობელი. 

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 18 სექტემბერს შენობის ავარიული მდგომარეობის გამო შეჩერდა. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შენობას კონსტრუქციული სქემის არასეისმურობის გამო ვარგისიანობის IV კატეგორია მიენიჭა. დასკვნა 10 სექტემბერს გაიცა, თუმცა სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყო და სამი დღის შემდეგ შეწყდა. გუშინ მშობლები განათლების სამინისტროში შეხვედრაზეც იმყოფებოდნენ.  

მსგავსი სიახლეები