თავისუფლების მოედანზე ე.წ. „არაბული ქალაქების“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
თავისუფლების მოედანზე ე.წ. „არაბული ქალაქების“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრება გაერთიანება „კონსერვატორების“ მიერ არის ორგანიზებული - მათ აქცია 20 სექტემბერს, 18:00 საათზე დააანონსეს.
აქციის მონაწილეები საქართველოში დაგეგმილ მსხვილ საინვესტიციო პროექტებს აპროტესტებენ, მათ შორის კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილ განაშენიანებას. სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, კრწანისის ტყე-პარკში დაახლოებით 633 ჰექტარ ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმის შემუშავება მიმდინარეობს.
აქციის გამო თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია, ადგილზე კი საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.