სასწავლო წლის დაწყებიდან სამ დღეში სენაკის №3 საჯარო სკოლაც დაიკეტა

20.09.26 23:43
სასწავლო წლის დაწყებიდან სამ დღეში სენაკის №3 საჯარო სკოლაც დაიკეტა

სასწავლო წლის დაწყებიდან მხოლოდ სამ დღეში სენაკის №3 საჯარო სკოლაც დაიკეტა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შენობა უსაფრთხოების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და სკოლის ნაცვლად ახალი შენობის აშენებაა საჭირო.

მანამდე კი №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სწავლის გაგრძელება სხვა სკოლაში მოუწევთ. ისინი 28 სექტემბრიდან სწავლას სენაკის №1 საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში განაახლებენ.