მარნეულში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა

21.09.26 00:33
მარნეულში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა

 მარნეულში 60 წლამდე კაცს ავტომობილი დაეჯახა - ქვეითი ადგილზე დაიღუპა -  ინფორმაციას მარნეული ნიუსი ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ მარნეული–წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე, არაფლოს მონაკვეთზე მოხდა.

მათივე ცნობით, გარდაცვლილი კასუმლოს მკვიდრია.  არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევის ადგილას ამ დროისთვის სამართალდამცველები იმყოფებიან.