"სისტემა დალპა" - ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელი, რომელიც ბადრაგებს შვილის ცემაში ადანაშაულებს, ბრძოლას აანონსებს
"სისტემა დალპა" - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ავთო დავითაძე "პირველებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.
ყოფილი დეპუტატი 36 წლის შვილის, გიორგი დავითაძის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას პასუხისმგებლობას აკისრებს.
ავთანდილ დავითაძე ამბობს, რომ ციხის კადრებით ხელისუფლებაში მოსული პარტია პატიმრის უფლებებს ვერ იცავს.
გიორგი დავითაძე ახლაც ყველაზე მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დეესკალაციის ოთახში ჰყავთ მოთავსებული.
დავითაძეები ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდა კაცი სასჯელს გადაცმული პოლიციელის მოწყობილი პროვოკაციისთვის იხდის.
თუ მსჯავრდებულის ოჯახს დავეყრდნობით, მეექვსე ციხის ხელმძღვანელმა, შოთა ტრაპაიძემ მეგობარი პოლიციელის თხოვნა შეასრულა და ბადრაგებს პატიმარი აცემინა.
როცა პატიმარს ცივ კედებში ცივ ზამთარში გამოურთავ გამამათბობელს პულტს ჯიბეში ჩაიდებ და იმის მაგივრად, რომ თბილ ჰაერს უშვებდეს და გათბობა ქონდეს პატიმარს, შექნებულად პულტი მიქონდათ, რის გამოც ჩემი შვილის ჯანმრთელობა არის ძალიან შერყეული. გაუკეთეს არაერთი ოპერაცია, ეხლა კიდე კვლევები მიმდინარეობდა, მთელი ჯირკვლკები აქვს დაზიანებული.
ეს არის აუტანელი, ეს არის სისტემა, რომელიც დალპა უკვე, მომპალია და დროზე არის მსაღები ზომები. პირდაპირ ვაცხადებ საქვეყნოდ, რო პასუხს ვაგებინებ ყველა მათგანს, ვინც ტრაპაიძის მეთაურობით ჩემ შვილზე იძალადა და დღემდე ძალადობენ, არავის არ ვაპატიებ. დღეიდან მე მოვითხოვ სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან, რომ გადაყვანილი იყოს დაუყონებლივ ჩემი შვილი ამ ჯალათური სისტემიდან ნომერ მეექვსე დეპარტამენტიდან, რომლის ხელმძღვანელიც არის შოთა ტრაპაიძე"- აცხადებს მსჯავრდებულის მამა.
ყოფილი დეპუტატის, "ქართული ოცნების" კოალიციის ყოფილი წევრის, ავთანდილ დავითაძის ოჯახი ამტკიცებს, რომ ყველაზე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მათი შვილი სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა.
დავითაძეები ჰყვებიან, რომ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ცხრა ბადრაგს 36 წლის გიორგი დავითაძე დეესკალაციის ოთახში ჰყავდა ჩაყვანილი და ძალადობდა. ფაქტი დეკემბერში მოხდა, გამოძიება დაწყებულია, თუმცა იმის გამო რომ არავინ დასჯილა, ოჯახი ამბობს, რომ ამ ამბის გახმაურება გადაწყვიტეს.
დავითაძეების მონაყოლის მიხედვით, გამოძიების მიერ ამოღებულია ფაქტის ამსახველი კადრები, გამოიკითხვენ ბადრაგები, თუმცა ციხის თანამშრომლები არავის დაუკავებია.
არსებული ინფორმაციით, პენიტენციურ სისტემაში მომხდარ ფაქტზე ინფორმირებულია სახალხო დამცველიც. თავად პოატიმარი კი ადვოკატს ეუბნება, რომ ციხეში ის ფიზიკური ზალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა.
დავითაძეები ასახელებენ პოლიციის მოქმედ თანამშრომელს და ამტკიცებენ, რომ სწორედ მისი დავალებით ხდება გიორგი დავითაძეზე ჯგუფური ანგარიშსწორება.
საუბარია, შალვა ფერაძეზე, რომელსაც ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი აქვს. 36 წლის კაცი შს თანამშრომლის დაჭრის ბრალდებით იხდის სასჯელს.