მოსამართლემ აქტივისტი ანა ბდეიანი 4 ათასი ლარით დააჯარიმა

21.09.26 15:54
მოსამართლემ აქტივისტი ანა ბდეიანი 4 ათასი ლარით დააჯარიმა

აქტივისტი ანა ბდეიანი 4 ათასი ლარით დააჯარიმდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ქალ აქტივიტს სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისამართით შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას ედავებოდნენ. 

ბდეიანი მომხდარს სადამსჯელო ღონისძიებად აფასებს. მისივე თქმით, საქმეში დამაჯერებელი მტკიცებულება არ არსებობდა. 

შსს-მა ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიტანა ის პროფილი ნამდვილად ჩემი იყო თუ არა, ნამდვილად მე დავწერე თუ არა, იმიტომ, რომ რაღაც სადღაც თავის კანტორაში გამოიკვლიეს და დაადგინეს ეს, რომ ვითომ მე დავწერე. რა თქმა უნდა, სასამართლომ გაითვალისწინა მათი შუამდგომლობები. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ დასანქცირებული ტელევიზიის პოსტებიდან გამომდინარე აღიძრა ჩემზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მიიღო სასამართლომ წარმოებაში, - თქვა ბდეიანმა პროცესის შემდეგ.

კიტხვაზე, აპირებს თუ არა აღნიშნული ჯარიმის გადახდა, ბდეიანი ამბობს, რომ - არა.