ადვოკატი: ღარიბაშვილის პასუხი იქნება
პასუხი იქნება - ეს კომენტარი "პირველებთან" ყოფილ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა და ოჯახის წევრმა ნათია თამაზაშვილმა გააკეთა.
"პირველები" კითხვაზე როდის უნდა ელოდოს საზოგადოება ირაკლი რარიბაშვილისს განცხადებას და რა არის დუმილის მიზეზი ექს-პრემიერის ოჯახის წევრი ამბობს:
მიზეზი ისეთი კონკრეტული არაფაერი არ არის და როგორც სხვა შემთხვევებში თავის პოზიციას აუცილებლად დააფიქსირებს. [უნდა ველოდოთ თუ არა ახლო მომავალში კომენტარს? - ტვ პირველი] - შესაძლებელია"- თქვა უფლებადამცველმა.
გასულ კვირას ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკაში დაბრუნების არავითარი რესურსი არ აქვს - აღნიშნული პასუხი მთავრობის მეთაურმა "პირველების" მიერ დასმულ კითხვას გასცა - "დასრულდა თუ არა ღარიბაშვილი როგორც პოლიტიკოსი?"
მოქმედი პრემიერის ამ შფასებაზე თამაზაშვილმა დღეს კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ამ კომენატრზე შეფასებას მე პირადად ვერ გავაკეთებ, მე მხოლოდ და მხოლოდ ირაკლის პოზიციას ვაჟღერებ... მე ვერაფერს ვერ გეტყვით, ირაკლი რასაც ჩათვლის საჭიროდ, როგორც სხვა შემთხვევებში, აუცილებლად იქნება ხელმისაწვდომი"- დასძინა ადვოკატმა.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილისთვის დაწესებულ შეზღუდვას, უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ამ მიმართულებით სიახლე არ არის. მთავრობის ყოფილი მეთაურისთვის მესამე პაემნის უფლება ამ დრომდე არ მიუციათ.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს თითქმის ორი კვირაა ციხიდან ახალი წერილები აღარ გამოუქვეყნებია.